დავით ქართველიშვილი: ვისაც გუშინდელი ზეიმი „კოგნიტიურად“ შეგეხოთ - გაიხსენეთ 2008 წლის აგვისტოს „ზეიმი“, ზეიმი - საქართველოს ოკუპაციაზე, ჩვენს დახოცილ ძმებსა და დებზე, მიწასთან გასწორებულ სოფლებზე და ათობით ათასობით ახალ დევნილზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
362 03 ივლისი 2024, 11:02

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თბილისში გამართულ ღონისძიებას ეხმიანება, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებას აღნიშნავდნენ. დეპუტატის თქმით, გუშინდელ ღონისძიებაზე არა ევროპის ჩემპიონატიდან გამოვარდნას, არამედ ქვეყნის წარმატებას ზეიმობნენ.

მათ, ვინც გუშინდელი ღონისძიება გააკრიტიკა დავით ქართველიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის მერე გამართულ კონცერტს ახსენებს.

„საქართველოს დროშამ ქვეყანაში ჩაანაცვლა უკრაინის, ევროკავშირის და ფერნაკლული ცისარტყელას დროშები - სწორედ ეს ვერ აიტანეს, იტანჯებიან „ბნელსა მას გარესკნელსა შინა“, დაუფარავად უნდათ რომ აქაც, „მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“ უკუნითი უკუნისამდე. სპორტზე მეტი იყოთქო ის, რაც მოხდა და მოპოვებული ქულებითა თუ ბურთთა სხვაობით არ იზომება.

აქ არავის სჭირს პარანოია - ჩემპიონატიდან „გავარდნა“ იზეიმოს, როგორც ამას ჩვენი შეპყრობილები წარმოაჩენენ. ვზეიმობდით ქართული დროშის დაბრუნებას, პირველ რიგში, საკუთარ ქვეყანაში და ევროპის შუაგულში - მათ ქუჩებსა და სტადიონებზე. ვზეიმობდით ქართული ჰიმნის, რაც შეიძლება, ხშირ შესრულებას, „მიზეზით“ და „უმიზეზოდ“, სახლებსა და ქუჩაში.

ვზეიმობდით საკუთარ დახარვეზებულ მენტალობაში „დამარცხებულის სინდრომზე“ პირველ გამარჯვებას, „მზრუნველი“ დამპყრობლების მიერ, ჩვენში დანერგილი არასრულფასოვნების კომპლექსის დაძლევას. ვისაც გუშინდელი ზეიმი „კოგნიტიურად“ შეგეხოთ - გაიხსენეთ 2008 წლის აგვისტოს „ზეიმი“. ზეიმი - საქართველოს ოკუპაციაზე, ჩვენს დახოცილ ძმებსა და დებზე, მიწასთან გასწორებულ სოფლებზე და ათობით ათასობით ახალ დევნილზე. იმ „ზეიმის“ არსი - ჩვენში სწორედ იმ დამარცხებულების, არასრულფასოვნების შეგრძნების გაღვივებას ემსახურებოდა, ხოლო საკუთარი სახლებიდან გამოგდებულების გეტოებში განთავსება - სიმბოლო იყო იმისა, რაც ქართველი ადამიანის „სანუკვარ“ ოცნებას უნდა წარმოადგენდეს აწი თავისივე გაუპატიურებულ სამშობლოში.

გუშინდელი ზეიმი იყო ხვალინდელ დღეში გადასასვლელი „პორტალის“ გაღების ტოლფასი, სადაც „მინუსიდან“ გამოსულები ჯერ „გავნულდით“, ხოლო ხვალ „პლუსებში“ გადასვლის რეალური პერსპექტივა დავინახეთ მშვიდობიანი ცის ქვეშ. ამის შემხედველი „ლეგიონი“ რა დღეში ჩავარდებოდა, აღშფოთებული შეშფოთების რა ახალი რეციდივი დაემართებოდა მათ გან-სულიერებულ ლიდერებს - ადვილი წარმოსადგენია. გუშინდელი ზეიმის არსს ძირითადად ამ, და არა მხოლოდ სპორტულ პრიზმაში თუ გაატარებ - შესაძლო კოგნიტიურ დისონანსსაც დაბალანსებული რელაქსი ჩაანაცვლებს“,- წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი