ზაალ ანჯაფარიძე: აშშ-ს იმედი აქვს, რომ გაისად საქართველოს, ამერიკის წინაშე ცალ ფეხზე მდგომი და მათი ბრძანებების თუ სურვილების უსიტყვოდ შემსრულებელი ხელისუფლება ეყოლება. ამისთვის კი აშშ ინტენსიურად მუშაობს და სწავლების გადადებაც ამ გეგმის ნაწილია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
398 06 ივლისი 2024, 11:02
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოში „Noble Partner”-2024 („ღირებული პარტნიორი“-2024) წვრთნების გაურკვეველი ვადით გადადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ თუ ბოლომდე წავიკითხავთ ტექსტს, ვნახავთ რომ აშშ „მოუთმენლად ელის“ მომავალ თანამშრომლობას პარტნიორებთან (ანუ საქართველოსთან) 2025 წელს.

ანჯაფარიძის თქმით, ზემოთ ხსენებულს პოლიტიკური დატვირთვა აქვს და აშშ-ს იმედი აქვს, რომ საქართველოს მათი ბრძანებების თუ სურვილების უსიტყვოდ შემსრულებელი ხელისუფლება ეყოლება და ამისთვის აშშ ინტენსიურად მუშაობს და სწავლების გადადებაც ამ გეგმის ნაწილია. მანვე აღნიშნა, რომ თუ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ სუფთად და დამაჯერებლად გაიმარჯვა, ამერიკელები სამხედრო სწავლებასაც აღადგენენ და კიდევ ბევრ სხვა რამეს დაამატებენ. „გულზე ხელი დაიდეთ, რამდენმა გახსნა პენტაგონის ვებგვერდი და ბოლომდე წაიკითხა სრული ტექსტი საქართველოში „Noble Partner”-2024 („ღირებული პარტნიორი“-2024) წვრთნების გაურკვეველი ვადით გადადებაზე?! ვინძლო ბევრმა არა. ტექსტში განსაკუთრებით საგულისხმო ბოლო პარაგრაფებია, სადაც წერია, რომ: აშშ გააგრძელებს პარტნიორობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან, და ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმ წვლილს რაც მის პარტნიორებს (ამ შემთხვევაში საქართველოს) შეაქვს ასეთ სწავლებებში. იქვე ხაზგასმულია, რომ აშშ შეერთებული შტატები „მოუთმენლად ელის“ მომავალ თანამშრომლობას პარტნიორებთან (ანუ საქართველოსთან) 2025 წელს და ა.შ. პირადად ჩემთვის, სწორედ ეს ბოლო ორი პარაგრაფია მნიშვნელოვანი, ვიდრე განცხადების დასაწყისში მოყვანილი “blabla.” მნიშვნელოვანია სწორედ პოლიტიკური დატვირთვის გამო. აშშ გვეუბნება და არა მარტო ჩვენ (კიდევ ვის-გასაგებია!), რომ ხელს არ გაგიშვებთ, დახმარებას გავაგრძელებთ, აი სამხედრო სწავლებას კი 2025 აღვადგენთო. ეტყობა, იმედი აქვთ რომ გაისად საქართველოს, ამერიკის წინაშე ცალ ფეხზე მდგომი და მათი ბრძანებების თუ სურვილების უსიტყვოდ შემსრულებელი ხელისუფლება ეყოლება. ამისთვის კი აშშ ინტენსიურად მუშაობს და სწავლების გადადებაც ამ გეგმის ნაწილია. მაგრამ თუ არჩევნებში ქ/ოცნებამ სუფთად და დამაჯერებლად გაიმარჯვა, ამერიკელები სამხედრო სწავლებასაც აღადგენენ და კიდევ ბევრ სხვა რამეს დაამატებენ. P.S. სამხედრო სწავლების ჩატარება, მითუმეტეს შორეულ საქართველოში, ამერიკულ ბიუჯეტს ფული უჯდება. პრაგმატული ამერიკელები კი ერთ ცენტსაც არ ჩადებენ ისეთ საქმეში, სადაც ინტერესი არ აქვთ და სარგებელს არ ელოდებიან. როგორც ერთმა ნაცნობმა სამხედრომ მითხრა, საქართველოში ჩატარებული წვრთნებით, ამერიკელებიც იღებენ კარგ სარგებელს - დეტალებს არ მოვყვები“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი