თამთა მეგრელიშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსეთს ჩააბარა ყველა სტრატეგიული ობიექტი, თბილისიდან 50კმ დაშორებით იქნა მოყვანილი რუსის ჯარი და ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს „ქართული ოცნების“ პრორუსულობაზე, სირცხვილია!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
313 06 ივლისი 2024, 14:16

სამხედრო ბაზები, რომლებიც შევარდნაძის დროს სტამბოლის ხელშეკრულების შედეგად გაყვანილი იქნა, კვლავ დაბრუნდა საქართველოს ტერიტორიაზე სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერის წყალობით. თბილისიდან 50კმ დაშორებით იქნა მოყვანილი რუსის ჯარი. ყველა სტრატეგიული ობიექტი სააკაშვილმა და მისმა გუნდმა 2008 წლამდე და მის შემდეგ გადასცა რუსეთს, - წერს „ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩააბარა ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს, შესაბამისად, მათი მხრიდან „ქართულო ოცნების” პრორუსულობაზე საუბარი სირცხვილია.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსეთს ჩააბარა ყველა სტრატეგიული ობიექტი! ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი სწორედ სააკაშვილის უგუნური პოლიტიკის შედეგად იქნა ოკუპირებული. სამხედრო ბაზები, რომლებიც შევარდნაძის დროს სტამბოლის ხელშეკრულების შედეგად გაყვანილი იქნა კვლავ დაბრუნდა საქართველოს ტერიტორიაზე სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერის წყალობით. თბილისიდან 50კმ დაშორებით იქნა მოყვანილი რუსის ჯარი. ყველა სტრატეგიული ობიექტი სააკაშვილმა და მისმა გუნდმა 2008 წლამდე და მის შემდეგ გადასცა რუსეთს.

1. ენგურჰესი-რუსული კომპანია „რაოესი“;

2. ჟინვალჰესი - რუსული კომპანია „რაოესი“;

3. რიონჰესი - რუსული კომპანია „ენერჯი ინვესტი“;

4. გუმათი 1- რუსული კომპანია „ენერგო პრო“;

5. გუმათი 2 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;

6. ლაჯანურჰესი - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;

7. შაორჰესი - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;

8. ვარციხე1 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;

9. ვარციხე 2 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;

10. ვარციხე 3 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;

11.ვარციხე 4 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;

12. ხრამი 1 - რუსული კომპანია „რაოესი“;

13. ხრამი 2 - რუსული კომპანია „რაოესი“;

14. ხრამი 3 - რუსული კომპანია „რაოესი“;

15. ხრამი 4 - რუსული კომპანია „რაოესი“;

16. ხრამი 5 - რუსული კომპანია „რაოესი“;

17. ყაზტრანსგაზ თბილისი - რუსული კომპანია „გაზპრომი“;

18. გაზ.კომპანია „იტერა“ - რუსული კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი კომპანია;

19. შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ფირმა „ალექსი“ - რუსული კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი კომპანია;

20. გარდაბნის მე-9 ენერგო ბლოკი - რუსული კომპანია „ინტერ რაო“;

21. გარდაბნის მე-10 ენერგო ბლოკი - რუსული კომპანია „ინტერ რაო“;

22. მაღალი ძაბვის გადამცემი 500 კილოვატიანი ხაზები - რუსული კომპანია „ინტერ რაო“;

23. „მადნეული“ - რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“;

24. „კვარციტი“ - რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“;

25. საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან „რუსეთის რკინიგზა“;

26. კომპანია „ბილაინი“ - რუსული კომპანია;

27. „აზოტი“ - რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“;

28. „გაერთიანებული ქართული ბანკი“ - რუსული კომპანია „ვითიბი“;

29. „ლუკოილ ჯორჯია“ - რუსული კომპანია „ლუკოილი“;

30. ზესტაფონის „ფერო“ - რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“;

31. ელმავალთმშენებელი ქარხანა - რუსული კომპანია „დემა კომპიუტერი“;

32. არამიანცის, თბილისის 3# 1 საავადმყოფო - რუსული კომპანია „ბატუსი“;

33. თბილისის წყალი - რუსული კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერი“.

და ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს „ქართული ოცნების“ პრორუსულობაზე, სირცხვილია!”, - წერს მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი