დავით ქართველიშვილი: კანონი გამჭვირვალობის შესახებ უკვე მუშაობს, ის აუცილებელი იყო და მავნებლების წინააღმდეგ „სანადირო სეზონის“ გახსნაც გვიახლოვდება!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
420 06 ივლისი 2024, 18:09

„არ ვიცი, როგორ გადაიტანს ქვეყანა საიას კანონგარეშე „ოფსაიტში“ ნებაყოფლობით მოხვედრას - გამოვაცხადებთ თუ არა გლოვის დღეს, დავუშვებთ თუ არა სახელმწიფო დროშებს შესაბამის შენობებზე. ვიცი მხოლოდ ერთი რამ - კანონი უკვე მუშაობს“, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისივე თქმით, მისთვის მოულოდნელობას არ წარმოადგენდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადება, რომლის თანახმად, ორგანიზაცია არ შეასრულებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნას „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ რეგისტრაციის შესახებ.

„ველოდებოდი, გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედებისთანავე, პირველი „მსუყე მტაცებელი“ ვინ იქნებოდა და ღიად უარს ვინ განაცხადებდა მის აღსრულებაზე. მაგალითად ყირგიზეთში, ეს „სოროსის ფონდი“ იყო.

საქართველოში კი, როგორც ეს მოსალოდნელი იყო - საიაა, რომელსაც, ძალზე გაუჭირდება, თუნდაც ერთი წლის ფინანსური ხარჯების მიზნობრიობის ასახვა გამჭვირვალობის რეესტრში. საინტერესოა - ვინ აღმოჩნდება „პირველი მერცხალი“ საფრანგეთში.

საიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ შეასრულებს ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნას ,,უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ რეგისტრაციის შესახებ, ხოლო იძულებითი წესით რეგისტრაციის შემთხვევაში, საია გააგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას და მზადაა მასზე დაკისრებული ჯარიმები გადაიხადოს.

რაც შეეხება ორგანიზაციის მიმართ კანონით გათვალისწინებულ სხვა პროცედურების ამოქმედებას, რომლებსაც საია „რეპრესიულს“ უწოდებს - ორგანიზაციის შემდგომ ბედს განიხილავენ 2024 წლის ნოემბერ/დეკემბერში, საერთო კრების მოწვევამდე „სტრატეგიული გრძელვადიანი გეგმის“ შემუშავების სახით. არ ვიცი, როგორ გადაიტანს ქვეყანა საიას კანონგარეშე „ოფსაიტში“ ნებაყოფლობით მოხვედრას - გამოვაცხადებთ თუ არა გლოვის დღეს, დავუშვებთ თუ არა სახელმწიფო დროშებს შესაბამის შენობებზე. ვიცი მხოლოდ ერთი რამ - კანონი უკვე მუშაობს, ის აუცილებელი იყო და მავნებლების წინააღმდეგ „სანადირო სეზონის“ გახსნა - გვიახლოვდება!“, - წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი