შალვა პაპუაშვილი: როდესაც 2014 წელს ევროკავშირი ვერ პოულობდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მისიისთვის მონაწილეობის მსურველებს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, ევროკავშირის ეს მისია ჩაშლას გადაარჩინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
399 09 ივლისი 2024, 17:00

როდესაც 2014 წელს ევროკავშირი ვერ პოულობდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მისიისთვის მონაწილეობის მსურველებს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, ევროკავშირის ეს მისია ჩაშლას გადაარჩინა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, საქართველო ამ ურთულეს ოპერაციაში, ევროკავშირის არაწევრი ერთადერთი ქვეყანა იყო, სამხედრო კონტინგენტით კი მეორე ქვეყანა საფრანგეთის შემდეგ.

,,უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც 2014 წელს ევროკავშირი თავის წევრ ქვეყნებში ვერ პოულობდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მისიისთვის (EUFOR RCA) მონაწილეობის მსურველებს, საქართველომ ("ქართული ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებით) 150 ჯარისკაცის გაგზავნით, ევროკავშირის ეს მისია, ჩაშლას გადაარჩინა. ჩვენ, ამ ურთულეს ოპერაციაში, ევროკავშირის არაწევრი ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, სამხედრო კონტინგენტით კი მეორე ქვეყანა საფრანგეთის შემდეგ,” - წერს შალვა პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი