დავით ქართველიშვილი: რა პოზიცია უნდა ჰქონდეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს იმ ევრობიუროკრატების მიმართ, რომლებმაც 2008 წელს მოსკოვნისთვის სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადეს, 2024 წლიდან კი სამხედრო დახმარებაზე უარს ეუბნებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
346 10 ივლისი 2024, 17:13
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინის მხრიდან, ბუნდესტაგის დეპუტატის, ზერენ პელმანის“ ქვეყანაში არ შეშვებას ეხმიანება.
ექსპერტის თქმით, პელმანისთვის უარის საფუძველი მისი პოზიცია გახდა, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით.

ანალიტიკოსის თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ამ გადაწყვეტილებას სერიოზულად ეკიდება და საპასუხო განცხადებას აკეთებს და განმარტავს, რომ უკრაინული მხარე დეპუტატის ვიზიტთან დაკავშირებით წინასწარ იყო ინფორმირებული, გერმანიას კი, არ ჰქონდა ინფორმაცია უკრაინაში არასასურველ პირთა სიების არსებობის შესახებ.
დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში რიტორიკულ კითხვას სვავს - რა პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოს ევროპელი ლიდერების მიმართ, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ მათ რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარი თქვეს, 2024 წელს კი საქართველოს სამხედრო დახმარება შეუჩერეს. „რუბრიკიდან - "დავეწიოთ უკრაინას“. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულად ეკიდება უკრაინის გადაწყვეტილებას - უარი თქვას ქვეყანაში ბუნდესტაგის დეპუტატ ზერენ პელმანის შეშვებაზე. სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ პელმანის ვიზიტის თაობაზე უკრაინული მხარე წინასწარ იყო ინფორმირებული და გერმანიის საგარეო უწყება არ იყო საქმის კურსში, რომ უკრაინაში არსებობს არასასურველ პირთა სიები. არაოფიციალური მონაცემებით, უარის საფუძველი დეპუტატ პელმანის თითქოსდა უარყოფითი პოზიცია გახდა, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების თაობაზე. რა პოზიცია უნდა ჰქონდეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს იმ ევრობიუროკრატების მიმართ, რომლებმაც: უარი განაცხადეს 2008 წელს მოსკოვისთვის სანქციების გამოცხადებაზე, 2009 წლიდან რეგულარულად მონაწილეობდნენ წითელ მოედანზე 9 მაისის აღლუმებში, ხოლო 2024 წლიდან "პარტნიორ" საქართველოს, რუსეთის მხრიდან შესაძლო მომდევნო აგრესიასთან გამკლავების მიზნით, სამხედრო დახმარების გაგრძელებაზე - უარს ეუბნებიან. ეს იყო რიტორიკული შეკითხვა, რუბრიკიდან "დავეწიოთ უკრაინას" - რაღაცაში მაინც...“- წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი