ვლადიმერ ბოჟაძე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონმდებლობაზე: ბევრი პირდაპირ გვეუბნება, რომ თუ ამ კანონმდებლობას მიიღებთ, შეიძლება, თქვენი ადგილი ევროკავშირში არ იყოს, თითქოს, რომელიმე სახელმწიფოს და ხალხს ეს გაუბედეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
386 12 ივლისი 2024, 20:13

ბევრი პირდაპირ გვეუბნება, რომ თუ თქვენ ამ კანონმდებლობას მიიღებთ, მაშინ შეიძლება, თქვენი ადგილი ევროკავშირში არ იყოს. თითქოს, ევროკავშირი როცა ფუძნდებოდა ან ნებისმიერი გაფართოების დროს რომელიმე სახელმწიფოს და ხალხს გაუბედეს, - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“.

თემაზე საუბრისას - შეიქმნებოდა თუ არა დასავლეთთან უხერხულობა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში არ იქნებოდა მიღებული გამჭვირვალობის კანონი, ვლადიმერ ბოჟაძემ აღნიშნა, რომ გამჭვირვალობის კანონზე მეტად შესაძლოა, ბევრი პარტნიორისთვის მიუღებელი ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონმდებლობა იყოს.

„ევროპარლამენტის რეზოლუციაში იყო ჩანაწერები - საქმე ეხებოდა სააკაშვილის გათავისუფლებას, შემდეგ ბიძინა ივანიშვილის დასჯას და დასანქცირებას, მესამე ჩანაწერი იყო გამჭვირვალობის კანონის არმიღება და მეოთხე იყო უკვე ლგბტ პროპაგანდა.

ახლაც ბევრი პირდაპირ გვეუბნება, რომ თუ თქვენ ამ კანონმდებლობას მიიღებთ, მაშინ შეიძლება, თქვენი ადგილი ევროკავშირში არ იყოს. თითქოს, ევროკავშირი როცა ფუძნდებოდა ან ნებისმიერი გაფართოების დროს რომელიმე სახელმწიფოს და ხალხს გაუბედეს და უთხრეს, რომ თუ თქვენ ლგბტ თემატიკას არ მიიღებთ და არ დაუშვებთ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, შვილად აყვანას, ოპერაციის გაკეთებას, ამიტომ თქვენ ევროკავშირში არ მიგიღებთ. ასეთი რამე არც ერთი ქვეყნისთვის არ უთქვამთ და ახლა ჩვენ ლამის, პირდაპირ გვესმის ღია მინიშნებები“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა კონკრეტული სუვერენიტეტის დათმობას ნიშნავს. ვლადიმერ ბოჟაძემ ასევე განაცხადა, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრობის შესახებ ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის დაპირებას სწორედ „ქართული ოცნება“ შეასრულებს.

„იმიტომ, რომ საერთოა უსაფრთხოების პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ერთიანია პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური სივრცე. მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამ სუვერენიტეტის დათმობისთვის სწორედ იმიტომ, რომ ასეთია დღეს მოცემულობა და ქართველი ერის არჩევანი. მაგრამ რომელიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი თუ კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციის მიტინგიდან თითს გვიქნევდეს, თქვენ როგორ გინდათ, მართლმადიდებელი ეკლესიით, ქართული ტრადიციებით და ღირებულებებით შემოხვიდეთ ევროკავშირშიო, ეს ასე არ გამოვა. ეს ასე არასოდეს ყოფილა. პირიქით, ევროკავშირში 24 სამუშაო ენაა ოფიციალურად, გვინდა, რომ 25-ე ქართული იყოს და ჩვენ ამ გარანტიებით გვინდა, შევიდეთ - წელგამართულები და ღირსებით, ჩვენი იდენტობა, რწმენა, რელიგია, კულტურა და ტრადიციები შენარჩუნებული იყოს. ახლა აღმოჩნდა, რომ რაღაც სხვა მოთხოვნები აქვთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი დავალება, ამოცანა, რომელიც მოგვცა ქართველმა ხალხმა, მანდატი, რომელიც მოგვანიჭა არაერთ არჩევნებზე. ეს მანდატი აუცილებლად გაგრძელდება 26 ოქტომბერს.

და მთავარი - ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის დაპირება, რომ ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი 2030 წელს, დიახ, სწორედ ჩვენ - „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შევასრულოთ და ვერც ერთ შემთხვევაში ამას ვერ შეასრულებს ის პოლიტიკური ძალა - ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის დანაყოფებს, რომლებმაც მართლა რუსეთში და ჯოჯოხეთში აცხოვრეს ეს ქვეყანა“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა
არქივი