დავით ქართველიშვილი: ტრამპის მიერ დასახელებული ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი უკრაინაში ომის შეჩერების მომხრეა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
403 16 ივლისი 2024, 10:53

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული სენატორის შესახებ წერს.

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, ჯეი დი ვენსი უკრაინაში ომის შეჩერების მომხრეა.

„რა ვიცით 39 წლის სენატორ ჯეი დი ვენსზე შტატ ოჰაიოდან, რომელიც გუშინ დონალდ ტრამპმა თავისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა? ამ ეტაპზე, შემოვიფარგლოთ მისი დამოკიდებულებით უკრაინაში მიმდინარე ომთან და დავიწყოთ მისი ციტატით (2023 წლის 10 დეკემბერი, CNN): „სახეზეა სასურსათო კრიზისი, რომელიც სულ უფრო მწვავდება აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე ომის გამო. გაჩნდა ენერგეტიკული კრიზისიც, რომელიც ემუქრება წალეკვით დასავლეთ ევროპის უამრავ მოკავშირე მთავრობებს. რაც ყველაზე სწორად პასუხობს ამერიკის ინტერესებს, ესაა იმის მიღება, რომ უკრაინა დაუთმობს თავისი ტერიტორიის ნაწილს რუსებს და რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი. როდესაც აქ ვფიქრობ უდიდეს ადამიანურ ტრაგედიაზე, ამ კონფლიქტში დაღუპულ ასობით ათასობით უდანაშაულო აღმოსავლეთევროპელზე - ჩვენს ინტერესებშია ადამიანების დაღუპვის შეჩერება“.

CNN-ზე ამ გამოსვლამდე რამდენიმე ხნით ადრე ვენსმა ასევე განაცხადა: „ზელენსკის სამხედროები შორს არიან რეალობიდან და მისი უახლოესი გარემოცვიდან ზოგიერთი მას წინააღმდეგობას უწევს. ეს ყოველივე იმით უნდა დასრულებულიყო, რომ რუსეთი გააკონტროლებდა უკრაინული ტერიტორიის ნაწილს, ხოლო შეთანხმება მოლაპარაკებების გზით იქნებოდა მიღწეული. მე ამის შესახებ მთელი წლის განმავლობაში ვსაუბრობ. ეს ყველასთვის ცხადი იყო, ვინც ადგილზე არსებულ რეალობას აკვირდებოდა“.

2023 წლის 11 დეკემბერს Fox News-ზე ლორა ინგრემის თოკ-შოუში ჯეი დი ვენსმა ზელენსკის ვიზიტს უწოდა სენატში თავისი ყოფნის პერიოდში „ყველაზე სამარცხვინო ფარსი“ და ყოვლად უღირსი საქციელი, როდესაც ის ითხოვდა ამერიკელებისაგან იმ 61 მილიარდ დოლარს, რაც ქვეყნის სამხრეთის საზღვრების გასაძლიერებლად უნდა გამოყენებულიყო. ვენსმა ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი პოლიტიკის გაგრძელება უკრაინას გადააქცევს აშშ-ის „მუდმივ უუნარო კლიენტად“, რომელიც ვერასდროს შეძლებს თავის სახელმწიფო მისიის, საპენსიო და სხვა ფულადი ვალდებულებების დამოუკიდებლად შესრულებას“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი