ზურაბ ქადაგიძე: “ხალხის ძალა” და “ქართული ოცნება” ერთიანი სიით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და ქართველი ხალხის წინაშე ვალდებულებას ერთიანად გაიზიარებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
410 17 ივლისი 2024, 15:48

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საპარლამენტო არჩევნებში „ხალხის ძალისა“ და „ქართული ოცნების“ საერთო სიას ეხმიანება. ექსპერტის თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმი იქნება, სადაც ხალხს სუვერენულ სახელმწიფოსა და უცხო ძალებს დაქვემდებარებულ ქვეყანას შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.

ქადაგიძე წერს, რომ „ხალხის ძალისა“ და სახელისუფლებო გუნდის ერთობა მაღალი ლეგიტიმაციით გამარჯვების წინაპირობაა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ქადაგიძე ბიძინა ივანიშვილის წვლილზეც საუბრობს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, ერთობლივ ძალისხმევას უფრო გაზრდის და არჩევნებში გამარჯვების წინაპირობა იქნება.

„26 ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში რეფერენდუმის სახით დაფიქსირდება, სადაც მხოლოდ ორი არჩევანია - სუვერენული საქართველო ეროვნული ინტერესებითა და დამოუკიდებელი განვითარების პერსპექტივით ან კიდევ, გლობალურ პოლიტ - კონიუნქტურას დაქვემდებარებული, უცხო ქვეყნებიდან კონტროლირებადი, ფაქტობრივი სახელმწიფო.

პარტია “ხალხის ძალა” და “ქართული ოცნება” ერთიანი სიით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და ქართველი ხალხის წინაშე ვალდებულებას ერთიანად გაიზიარებენ.

ამ ორი წლის განმავლობაში, ჯერ საზოგადოებრივი მოძრაობა და შემდეგ პოლიტიკური პარტია “ხალხის ძალა”, განსაკუთრებულ ავანგარდს წარმოადგენდა პოლიტიკური უსაფრთხოების საკითხში და ყოველთვის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს სადარაჯოზე იმყოფებოდა, ყოველთვის ცდილობდა დაეზღვია რისკები და მაქსიმალურად ხელი შეეწყო სახელმწიფოსთვის სწორი პოლიტიკის წარმართვაში, რაც საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში, აქტიური მუშაობითა და სახელისუფლებო გუნდთან თანაზიარი პასუხისმგებლობით გამოიხატებოდა.

შესაბამისად, ერთიანი ძალებით ბრძოლა “აგენტოკრატების” წინააღმდეგ აუცილებელი ნაბიჯია, მაღალი ლეგიტიმაციით გამარჯვებისთვის.

პასუხისმგებლობა, რომელსაც “ქართულ ოცნებასთან” ერთად გაიზიარებს “ხალხის ძალა”, 26 ოქტომბრის გამარჯვების წინაპირობა გახდება!

განსაკუთრებით აღსანიშნავია ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, რომელიც ამ ბრძოლის გზაზე ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას უფრო გაზრდის, რაც 26 ოქტომბრის რეფერენდუმის, ქართველი ხალხის სასარგებლოდ გადაწყვეტის განმაპირობებელი იქნება.“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი