გიორგი გამსახურდია რადიკალებზე: არ იქნებოდა ურიგო, მათ მიერ ტრამპის პრორუსად და პუტინის პროექტად მოხსენიების ყველა ფაქტი წინ დავუდოთ - ფსევდოლიბერალური ფაშიზმის მარცხის მოახლოება იგრძნეს და სხვა ბანაკში გადანაცვლებას ცდილობენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
407 20 ივლისი 2024, 15:37

არ იქნებოდა ურიგო, მათ მიერ პრეზიდენტ ტრამპის, პრორუსად და პუტინის პროექტად მოხსენიების ყველა ფაქტი მოვაგროვოთ და წინ დავუდოთ პირველ რიგში მათ და მერე საზოგადოებას. იგრძნეს ფსევდოლიბერალური ფაშიზმის მარცხის მოახლოება და გადანაცვლებას ცდილობენ სხვა ბანაკში, - ამის შესახებ გიორგი გამსახურდია რადიკალურ ოპოზიციაზე სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნულით იგი რესპუბლიკური პარტიის მიერ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის ფაქტს ეხმიანება.

„ნებისმიერი ნაცაქტივისტის ფბ კედელს რომ ჩაუყვე, ეგრევე შეატყობ აქტივობას პრეზიდენტ ბაიდენის მხარდასაჭერად. პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმის შემდეგ, როდესაც მისმა რეიტინგმა რეკორდულად მოიმატა (მანამდეც საკმარისი ჰქონდა), ეს უბადრუკები ეგრევე პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერებად მოგვევლინნენ. არ იქნებოდა ურიგო, მათ მიერ პრეზიდენტ ტრამპის, პრორუსად და პუტინის პროექტად მოხსენიების ყველა ფაქტი მოვაგროვოთ და წინ დავუდოთ პირველ რიგში მათ და მერე საზოგადოებას. იგრძნეს ფსევდოლიბერალური ფაშიზმის მარცხის მოახლოება და გადანაცვლებას ცდილობენ სხვა ბანაკში რამენაირად. ისე, სააკაშვილი ისეთივე ლიბერალია, როგორც მე ვარ ოშოს მიმდევარი. რა გაეწყობა, ეს არის მისი ხასიათი, გასვენებაში მიცვალებულობა უნდა და ქორწილში ნეფეობა, თიკაც, ალბათ, ამას უჩიჩინებს გამალებით“, - წერს გიორგი გამსახურდია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი