დავით ქართველიშვილი: ეს სტატუსი ეძღვნება ჩემს უპირობო მხარდაჭერას დიმიტრი ხუნდაძისადმი, რომლის ირგვლივ დღეს ცდილობდნენ „ბოლივუდის შედევრი" შეექმნათ, მაგრამ მორიგი „ჩრდილო-კორეული აგიტ-პროპაგანდა" გამოუვიდათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
381 21 ივლისი 2024, 00:37

ოპოზიციური ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერით ცილისმწამებლურ კამპანიას იხსენებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და მაგალითად 2 წლის წინ, მის წინააღმდეგ განვითარებული მოვლენები მოჰყავს. როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, აგრესიას, რომლითაც „TV პირველის“ გადამღები ჯგუფი მოქმედებდა, არაფერი ჰქონდა საერთო ჟურნალისტიკასთან.

ვრცელ პოსტში ქართველიშვილი სოლიდარობას უცხადებს „ხალხის ძალის“ გენერალურ მდივანს დიმიტრი ხუნდაძეს, რომელიც ასევე გახდა ოპოზიციური ტელევიზიის თავდასხმის ობიექტი.

„ზუსტად ორი წელი გავიდა, რაც სახლიდან გასასვლელი სოფლის გზა ჩამიხერგა გადამღებმა ჯგუფმა და სამსახურში გასვლის საშუალებას არ მაძლევდა. „ჟურნალისტის" შეკითხვებს რა დამავიწყებს: მართალია, რომ დღემდე სუს-დან ვიღებ ხელფასს, რომ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ჩემი პოსტების ტექსტებს სუს-დან მაწვდიან, რომ სუს-ში მუშაობის პერიოდში ჩემს თანამშრომლებს ვაიძულებდი ოპერატიული ცნობების წერას რუსულ ენაზე და ა.შ. იყო სხვა უამრავი სიგიჟეც, მაგრამ ესეც საკმარისი იყო გადამღები ჯგუფისთვის მძიმე ფსიქიატრიული დიაგნოზის გამოსატანად.

ამ დიაგნოზს აშკარად ამძიმებდა ჩემთან დესანტირებამდე რამდენიმე ხნით ადრე „გლავკანალის" ექსპერტების საჯარო ტელემტკიცება, რომ მე შვიდი წელია რაც ქვეყნიდან ვარ გაქცეული რუსეთში, ამ ხნის განმავლობაში მოვასწარი ციხეში მოხვედრა, საიდანაც მე „ოცნებამ" გამომიყვანა და ამჟამად ჩემი ადგილსამყოფელი უცნობია. არგუმენტი, რომ მე 10 წელი ქვეყნის ფარგლები საერთოდ არ დამიტოვებია და 11 წელი ძეგვიდანაც კი იშვიათად გავდივარ, ფსიქიატრიული აშლილობის მატარებელ ოპონენტებთან არ გაჭრა.

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პარლამენტშიც ამედევნა გადამღები ჯგუფი, სად გარბიხარო, „იმედში" გელოდებიანო. ჩემს გულწრფელ პასუხს, რომ არა, სასაფლაოზე უნდა გავიდე - ამაღამ სასაფლაოზე რა გინდაო? შვილთან მივდივარ მეთქი. და შენი შვილი დღეს შენს „რუსულ კანონს" მოიწონებდაო - არ მეშვებოდნენ ...

ამხელა წინასიტყვაობა დამჭირდა იმისთვის, რომ ამ კონკრეტული გადამღები ჯგუფის ან კომპეტენციაზე, ან მორალურ-ზნეობრივ კატეგორიებზე შემექმნა შთაბეჭდილება მათთვის, ვინც ჯერ კიდევ დეზინფორმაციული ზედოზირებით აკმაყოფილებს თავის თავში აზროვნების დეფიციტს. ეს სტატუსი კი, ეძღვნება ჩემს უპირობო მხარდაჭერას დიმიტრი ხუნდაძისადმი, რომლის ირგვლივ დღეს ცდილობდნენ „ბოლივუდის შედევრი" შეექმნათ, მაგრამ მორიგი „ჩრდილო-კორეული აგიტ-პროპაგანდა" გამოუვიდათ.

მათი თითოეული სიუჟეტური ხაზი რამე კონკრეტული, მათი საყვარელი, ხელოვნურად შექმნილი და „კარგად ცნობილი" სტიგმების გარშემო ტრიალებს. მაგალითად ბიძინა ივანიშვილი - „რუსი ოლიგარქია", დავით ქართველიშვილი - „რუსეთუმე კა-გე-ბე-შნიკი", დიმიტრი ხუნდაძე - „მცხეთის ფეოდალი". ასეთ „ნაძვის ხეზე" მიდის შემდგომ მათი ფეიკ-სათამაშოებისა და გირლანდების ჩამოკიდება, რომლის გარშემო თვითონვე ურტყამენ წრეებს „ზილინა-ზილინა"-ს თანხლებით, რაც მხოლოდ მათ ოლიგოფრენიულ აუდიტორიაზეა განკუთვნილი და მეტი არაფერი.

ასეთი სიჯიუტით, ყოველი მსგავსი სიუჟეტით, საკუთარ „გამელოტებულ" საარჩევნო შანსებს ობლად დარჩენილ უკანასკნელ თმებსაც აცლიდე შეშლილი სიხარულით - ამას მხოლოდ ავადმყოფურ წარმოსახვებში თუ შეძლებ..." - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი