ლევან ნიკოლეიშვილი-როგორც ბორის ჯონსონი ამბობს, თურმე ტრამპის სამშვიდობო ინიციატივები ყოფილა უკრაინის გადარჩენის ერთადერთი გზა. ე.ი. რა გამოდის გუშინ რომ უკრაინას ლამის რუსეთი გამანადგურებლად, ევროკავშირის წევრობის უპირობო და საუკეთესო მომავალ წევრად მიიჩნევდნენ, დღეს უკვე გადასარჩენია?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
405 21 ივლისი 2024, 13:25
პოლიტიკური ლანდშაფტი და უსაფრთხოების არქიტექტურა აუცილებლად შეიცვლება, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება მეტწილად სხვანაირად წარმოაჩენს გარკვეულ პრიორიტეტებს, ცხადია ეს არ ნიშნავს რომ ის რადიკალურად შეცვლის აშშ-ს ინტერესებს, მაგრამ მეტ დროს და ყურადღებას ჯერ საშინაო საქმეებს დაუთმობს. ევროკავშირსაც მოუწევს დიქტატის პოლიტიკიდან უფრო შერბილებულ ტონზე გადავიდეს. ჩვენ კი უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თურმე რა გველოდა თუ უკრაინის მსგავსად საომარ მოქმედებებში ჩავერთვებოდით, ჩვენც თუ განადგურებული არა მინიმუმ გადასარჩენი ვიქნებოდით”- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.




ექსპერტის შეფასებით, გვჭირდება ევროატლანტიკური დაპირებებიდან და მძევლობიდან გამოსვლა, ამისთვის კი ამ ქვეყნის ისევ და ისევ ნეიტრალური მოდელი გვჭირდება, რაც არამარტო მშვიდობას, სტაბილურობას  და ეკონომიკურ განვითარებას მოგვიტანს, არამედ ჩვენი ქვეყნის გაერთიანების საფუძველიც გახდება. 





“ასე უცბად შეცვლილი, მანამდე კი შეშლილი მსოფლიო მე არ მინახავს. მართალია ისტორიიდან უამრავი მაგალითი გვახსოვს, გამარჯვებულებს ის ხალხი ასხამდა ხოტბას ვინც მანამდე მის ლანძვა გინებაში იყო და მის სრულ განადგურებას აპირებდა. დონალდ ტრამპს ოფიციალურად ჯერ არ გაუმარჯვია აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში და დაწყებული ქართველი მავნებელ-რადიკალებისაგან, დამთავრებული უცხოელი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებისგან ყველა ეფერება. ფერებას ვინ დაგიდევთ, როგორც ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონი ამბობს, თურმე ტრამპის სამშვიდობო ინიციატივები ყოფილა უკრაინის გადარჩენის ერთადერთი გზა. ე.ი. რა გამოდის გუშინ რომ უკრაინას ლამის რუსეთი გამანადგურებლად, ევროკავშირის წევრობის უპირობო და ლამის საუკეთესო მომავალ წევრად მიიჩნევდნენ დღეს უკვე გადასარჩენია?! ახლა ნატოში რომ არ მიიღებდნენ ლამის რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობიდან სამ თვეში განაცხადეს. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ პოლიტიკური ლანდშაფტი და უსაფრთხოების არქიტექტურა აუცილებლად შეიცვლება, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება მეტწილად სხვანაირად წარმოაჩენს გარკვეულ პრიორიტეტებს, ცხადია ეს არ ნიშნავს რომ ის რადიკალურად შეცვლის აშშ-ს ინტერესებს, მაგრამ მეტ დროს და ყურადღებას ჯერ საშინაო საქმეებს დაუთმობს. ევროკავშირსაც მოუწევს დიქტატის პოლიტიკიდან უფრო შერბილებულ ტონზე გადავიდეს. ჩვენ კი უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თურმე რა გველოდა თუ უკრაინის მსგავსად საომარ მოქმედებებში ჩავერთვებოდით, ჩვენც თუ განადგურებული არა მინიმუმ გადასარჩენი ვიქნებოდით. ამიტომაც გვჭირდება ევროატლანტიკური დაპირებებიდან და მძევლობიდან გამოსვლა, ამისთვის კი ამ ქვეყნის ისევ და ისევ ნეიტრალური მოდელი გვჭირდება, რაც არამარტო მშვიდობას, სტაბილურობას  და ეკონომიკურ განვითარებას მოგვიტანს, არამედ ჩვენი ქვეყნის გაერთიანების საფუძველიც გახდება,” - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი