ნინო ფოჩხუა-დღეიდან ონკოპაციენტებს საჭირო მედიკამენტებზე სირბილი აღარ დასჭირდებათ, ყველა მედიკამენტს და პროცედურას საავადმყოფოში მიიღებენ, ამისთვის მადლობა მიხეილ სარჯველაძეს და მის გუნდს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
378 23 ივლისი 2024, 12:00
„დღეიდან ონკოპაციენტებს საჭირო მედიკამენტებზე სირბილი აღარ დასჭირდებათ, ყველა მედიკამენტს და პროცედურას ადგილზე, საავადმყოფოში მიიღებენ. ამისთვის დიდი მადლობა მიხეილ სარჯველაძეს და მის გუნდს, ვინც ამ პროექტზე იმუშავა.“-წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
ექსპერტის თქმით, დღეს თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ხელისუფლება ხალხის ინტერესებზეა მორგებული. მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ გაპარტახებული ჯანდაცვის სისტემა ჩაიბარა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჯანდაცვა საკუთარი მოსახლეობის ინტერესებზე იყოს მორგებული. „მიხეილ სარჯველაძე, ამ სახელის გაგონებაზე ადამიანებს სახე უნათდებათ. დღესაც ეს მოხდა, დღეიდან ონკოპაციენტებს საჭირო მედიკამენტებზე სირბილი აღარ დასჭირდებათ, ყველა მედიკამენტს და პროცედურას ადგილზე, საავადმყოფოში მიიღებენ. ამისთვის დიდი მადლობა მიხეილ სარჯველაძეს და მის გუნდს, ვინც ამ პროექტზე იმუშავა. დღეს თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ხელისუფლება ხალხის ინტერესებზეა მორგებული. გავიხსენოთ სააკაშვილის მმართველობის დროს რა დღეში იყო ჯანდაცვის სისტემა, მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ჰქონდათ მორგებული მთელი მისი ბიუჯეტი, მონოპოლია ჰქონდათ მედიკამენტებზე, საავადმყოფოებს საკუთრებაში იფორმებდნენ და ა.შ. ფაქტობრივად "მაფია" მართავდა ამ სექტორს. მმართველმა პარტიამ გაპარტახებული ჯანდაცვის სისტემა ჩაიბარა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჯანდაცვა საკუთარი მოსახლეობის ინტერესებზე იყოს მორგებული.“-წერს ნინო ფოჩხუა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი