ლევან ნიკოლეიშვილი: ტერორისტული აქტების სერია, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის მოწინააღმდეგეების მკვლელობით უნდა დასრულებულიყო, ერთი დიდი სცენარის ნაწილია - ვიგებთ, რომ საქართველოშიც იგეგმებოდა ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილის გასანადგურებლად, რომელმაც არაფრის ფასად არ გაცვალა სამშობლოს მშვიდობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
388 23 ივლისი 2024, 12:30
ტერორისტული აქტების სერია, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის მოწინააღმდეგეების მკვლელობით უნდა დასრულებულიყო, როგორც ჩანს, სწორედაც ერთი დიდი სცენარის ნაწილია: უნგრეთის პრემიერ მინისტრ ორბანზე თავდასხმა, სლოვაკეთის პრემიერ ფიცოს და აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა. ახლა კი ვიგებთ, რომ საქართველოშიც იგეგმებოდა ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილის გასანადგურებლად, - ამის შესახებ ექსპერტი, "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
ექსპერტი აცხადებს, რომ ტერორისტული აქტი იმ პიროვნების მიმართ იგეგმებოდა, რომელმაც სამშობლოს მშვიდობა არაფერზე გაცვალა. ის სვამს კითხვას, რატომ მალავდა ოპოზიციური მედია, გამოკითხული პირები და მათი ადვოკატები საზოგადოებისგან ასეთ სკანდალურ საქმეს. "ტერორისტული აქტების სერია, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის მოწინააღმდეგეების მკვლელობით უნდა დასრულებულიყო, როგორც ჩანს, სწორედაც ერთი დიდი სცენარის ნაწილია: უნგრეთის პრემიერ მინისტრ ორბანზე თავდასხმა, სლოვაკეთის პრემიერ ფიცოს და აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა. ახლა კი ვიგებთ, რომ საქართველოშიც იგეგმებოდა ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილის გასანადგურებლად. იმ ადამიანის მოსაკლავად, რომელმაც არაფრის ფასად არ გაცვალა თავისი სამშობლოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ყველაფერზე წამსვლელი ადგილობრივი და უცხო ძალებმა იციან რომ არჩევნებში მათ მარცხი გარდაუვალია, მათი ბოროტი განზრახვითა და წარმოდგენით ასეთი პოლიტიკური მკვლელობის აქტი, მათ გზას გაუხსნიდა სახელმწიფო გადატრიალებისაკენ, თავიდან ბოლომდე ამოატრიალებდა საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკურ ვექტორს. ცხადია, დიდი კითხვის ნიშნები ჩნდება - რატომ მალავდა ასეთ სკანდალურ საქმეს ოპოზიციის მედია და გამოკითხული პირები და ადვოკატები? დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი სტრუქტურები ყველაფერს გამოიძიებენ და უფრო დიდი სურათი გამოჩნდება," - წერს ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი