თამთა მეგრელიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ ტერორისტული აქტის შესაძლო მომზადებაზე: არჩევნებში მარცხისთვის განწირული ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის მკვლელობაზე და ტერორისტული აქტის გზით სახელმწიფო გადატრიალებაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
343 23 ივლისი 2024, 12:52

არჩევნებში მარცხისთვის განწირული ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის მკვლელობაზე და მათ შორის, ტერორისტული აქტის გზით სახელმწიფო გადატრიალებაზე. განულებული და უკვე გაკრიმინალებული ოპოზიცია აღიარებისა და არ აღიარების ზღვარზეა, მაგრამ ფაქტებით დასტურდება ის რაზეც ისინი სიჩუმეს ინარჩუნებენ, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, თამთა მეგრელიშვილი წერს, რითაც ეხმიანება სუს-ის გამოძიებას "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და სხვა მაღალჩინოსნების მიმართ ტერორისტული აქტის მომზადებისა და შეთქმულებით სახელმწიფო გადატრიალების შესახებ.

მეგრელიშვილის თქმით, ქართულ სახელმწიფოში შესაბამისი სამსახურები გამართულად მუშაობენ და მსგავსი სახის მძიმე განზრახვებს ძირშივე აღკვეთენ, ამასთან, 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება ხალხის ხელში მთავარი ბერკეტი და იარაღი რითაც ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური ჰალუცინაციები წარსულს ჩაბარდება და ყველა მათგანს დამსახურებული პასუხი გაეცემა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას აწარმოებს და მიმდინარეობს გამოკითხვები ტერორისტული აქტის მომზადებისა და შეთქმულებით სახელმწიფო გადატრიალებისა მუხლებით.
გამოკითხვის დროს საუბარი იყო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და პარტიის სხვა მაღალჩინოსნების მიმართ ტერორისტული აქტის შესაძლო მომზადებაზე.
გამოკითხული პირებიც ადასტურებენ, რომ საქმე ეხება ქართული ოცნების ლიდერების, ასევე პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ტერორისტული აქტის მომზადებას.
ეს ფაქტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა რომ არჩევნებში მარცხისთვის განწირული ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის მკვლელობაზე და მათ შორის, ტერორისტული აქტის გზით სახელმწიფო გადატრიალებაზე.
განულებული და უკვე გაკრიმინალებული ოპოზიცია აღიარებისა და არ აღიარების ზღვარზეა, მაგრამ ფაქტებით დასტურდება ის რაზეც ისინი სიჩუმეს ინარჩუნებენ.
ქართულ სახელმწიფოში შესაბამისი სამსახურები გამართულად და სრული ფუნქციური დატვირთვით მუშაობენ, მათ არაფერი რჩებათ ყურადღების მიღმა, მათ შორის არც ასეთი მძიმე განზრახვები რომელიც ძირშივე აღკვეთილია.
ამასთან 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება ხალხის ხელში მთავარი ბერკეტი და იარაღი რითაც ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური ჰალუცინაციები წარსულს ჩაბარდება და ყველა მათგანს დამსახურებული პასუხი გაეცემა.
ვერ ეღირსებით ქართველი ხალხის არჩევანის წინააღმდეგ წასვლას, ვერც სახელისუფლებო ლიდერებსა და ბატონ ბიძინა ივანიშვილს დააკლებთ რამეს და შეცვლით.
პოლიტიკური სამართლიანობა მოითხოვს "ქართული ოცნების" როგორც სახელისუფლებო ძალის პოლიტიკაში
არსებობას და ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი - გეთამაშოთ წაუგებელი თამაში
პოლიტიკურ არეალზე ამინდს საგრძნობლად გიცვლით და კიდევ დიდი ხანი შეგიცვლით", - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი