დავით ქართველიშვილი შესაძლო ტერორისტულ აქტზე: როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილის ფინანსური ტერორის, სანქციებით უშედეგო დაშინების შემდეგ, „გლობალური ომის პარტიის“ კულუარებში უკიდურეს ზომებზე წასვლაც განიზრახეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
344 23 ივლისი 2024, 15:40

სამწუხაროდ უკანასკნელ 3 თვეში ფიცოს, ვუჩიჩის, ორბანის, რაისის, ტრამპის მიმართ განხორციელებული ტერაქტების, თუ ირაკლი კობახიძის მიმართ გაჟღერებული გაფრთხილების ფონზე - დღეს ბიძინა ივანიშვილის მიმართ მსგავსი ჩანაფიქრის ხორცშესხმაზე გაჟღერებული ინფორმაცია აღარ წარმოადგენს რაიმე კონსპიროლოგიურ თეორიას. როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილის ფინანსური ტერორის, სანქციებით უშედეგო დაშინების შემდეგ, „გლობალური ომის პარტიის“ კულუარებში უკიდურეს ზომებზე წასვლაც განიზრახეს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ქართველიშვილის თქმით, საკითხავიც არაა, რატომ მალავდა „ტერორიზმის“ მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ფიგურანტთა გამოკითხვის გარემოებას რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი მედია და რატომ მალავდნენ ამას თვით გამოკითხული პირები და მათი ადვოკატები.

„ბოლო დღეებში ვიგებთ ინფორმაციას „მოდულის“ შენობაში სახელმწიფო გადატრიალებასა და ტერორისტული აქტის მომზადების სს საქმეებზე ამა თუ იმ ფიგურანტის დაკითხვის თაობაზე. თვით ეს პირები და მათი ადვოკატები თავდაპირველად „ტერორიზმის მუხლზ“ ინფორმაციას მალავდნენ, თუმცა ერთ-ერთი ფიგურანტის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა დღეს ღიად განაცხადა, რომ საუბარია (მათ შორის) ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის მომზადებაზე.

სამწუხაროდ უკანასკნელ 3 თვეში ფიცოს, ვუჩიჩის, ორბანის, რაისის, ტრამპის მიმართ განხორციელებული ტერაქტების, თუ ირაკლი კობახიძის მიმართ გაჟღერებული გაფრთხილების ფონზე - დღეს ბიძინა ივანიშვილის მიმართ მსგავსი ჩანაფიქრის ხორცშესხმაზე გაჟღერებული ინფორმაცია აღარ წარმოადგენს რაიმე კონსპიროლოგიურ თეორიას. როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილის ფინანსური ტერორის, სანქციებით უშედეგო დაშინების შემდეგ, „გლობალური ომის პარტიის“ კულუარებში უკიდურეს ზომებზე წასვლაც განიზრახეს.
საკითხავიც არაა, რატომ მალავდა „ტერორიზმის“ მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ფიგურანტთა გამოკითხვის გარემოებას რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი მედია და რატომ მალავდნენ ამას თვით გამოკითხული პირები და მათი ადვოკატები. რომელიმე სექტანტის სახეზე გაჩენილი ნაკაწრი სწორედ ამ მედიების მიერ „ჟურნალისტური გამოძიების“ მრავალდღიანი შოუების ეპიცენტრში ხვდება ხოლმე.
თუ „პენსილვანიამდე“ ყველა ჩამოთვლილი შემთხვევა „მოთელვა“ იყო - ტრამპზე თავდასხმა, დიდი ალბათობით ან საიდუმლო სამსახურის უშუალო მონაწილეობით, ან დანაშაულებრივი დაუდევრობით განხორციელებული, "გლობალური ომის პარტიის" მიერ კუდის უკანასკნელი სისხლიანი მოქნევის პირდაპირი ნიშნის ტოლფასად შეგვიძლია განვიხილოთ: ანუ, ხიდები აფეთქებულია, დასაკარგი აღარაფერია, აწი უკვე შეგიძლიათ ყველაფერზე წახვიდეთ. ამიტომაც ვიმეორებ: არანაირი მოდუნება და მაქსიმალური საზოგადოებრივი სიფხიზლე. სპეცსამსახურებისა და პოლიციის აქამდე უპრეცედენტო მობილიზაციაზე ხომ აღარაფერს ვიძახი!“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი