დავით ჩიხელიძე: ოპოზიცია მეტად ჭრელია იმისთვის, რომ მათ ენდო, რიგ შემთხვევაში NGO სექტორს ამოფარებულები უცხოურ დაფინანსებას იღებენ, რომლის მიზნობრიობა ბუნდოვანია, ასევე გვყავს ადამიანები რომლებიც პირდაპირ კრემლისგან ფინანსდებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
385 23 ივლისი 2024, 16:12

შეუძლებელია მდინარაძეს არ დაეთანხმო. ხელისუფლების ვალია, არ დაუშვას ქვეყნის შიდა საქმეებში უცხო ძალების ჩარევა! - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ქვეყანაში, სადაც უამრავი აგენტია რუბლებითა და დოლარებით დაფინანსებული, ხელისუფლება ეროვნული და დამოუკიდებელი იმისთვის ხარ, ეს ჩარევები თავიდან აიცილო - ყველა მხრიდან ჩარევას ვიცილებთ, ამიტომ ვართ ამაყები“.

ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციისგან განსხვავებით, მთავრობა ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, რაც ფულზე გაყიდული ოპოზიციის გეგმებში არ შედის.

„შეუძლებელია მდინარაძეს არ დაეთანხმო. ხელისუფლების ვალია, არ დაუშვას ქვეყნის შიდა საქმეებში უცხო ძალების ჩარევა! დღეს ჩვენი ოპოზიცია მეტად ჭრელია იმისთვის, რომ მათ ენდო, რიგ შემთხვევაში არასამთავრობო სექტორს ამოფარებულები უცხოურ დაფინანსებას იღებენ, რომლის წარმომავლობა და მიზნობრიობა ბუნდოვანია, ასევე გვყავს ადამიანები რომლებიც პირდაპირ კრემლისგან ფინანსდებიან, მაგ: ხოშტარია. ყველამ ვიცით, რომ დღევანდელ სამყაროში ფულს ლამაზი თვალების გამო არავინ იძლევა, ყველას საკუთარი ინტერესის გატარება სურს და თანხას სწორედ ამაში დებს.

ოპოზიციისგან განსხვავებით, მთავრობა ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, რაც ფულზე გაყიდული ოპოზიციის გეგმებში არ შედის“, - წერს ჩიხელიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი