ზურაბ ქადაგიძე: აბსოლუტურად მოშიშვლდა ლიბერალური ფაშიზმი, ფსიქოლოგიური ტერორიდან რომ არაფერი გამოსდით, სისხლიან ანგარიშსწორებაზეც გახდნენ წამსვლელები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
373 23 ივლისი 2024, 16:29

აბსოლუტურად მოშიშვლდა ლიბერალური ფაშიზმი. ფსიქოლოგიური ტერორიდან რომ არაფერი გამოსდით, სისხლიან ანგარიშსწორებაზეც გახდნენ წამსვლელები, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ყველამ იცოდა, რომ საქმე მიდიოდა ტერორიზმის მუხლით - ტელევიზიები, პოლიტიკოსები, თავად მოწმეები რატომ არ ამბობდნენ ამ ყველაფერს, ეს, მინიმუმ, ძალიან საეჭვო არ არის?“.

ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ყველამ, ვინც ბიძინა ივანიშვილის მიმართ ტერორისტული აქტის შესაძლო მომზადებაში ფიგურირებს, კანონის უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი.

„მამუკა მდინარაძე - ყველამ იცოდა, რომ საქმე მიდიოდა ტერორიზმის მუხლით - ტელევიზიები, პოლიტიკოსები, თავად მოწმეები რატომ არ ამბობდნენ ამ ყველაფერს, ეს, მინიმუმ, ძალიან საეჭვო არ არის?

აბსოლუტურად მოშიშვლდა, ლიბერალური ფაშიზმი. ფსიქოლოგიური ტერორიდან რომ არაფერი გამოსდით, სისხლიან ანგარიშსწორებაზეც გახდნენ წამსვლელები. არავის დაინდობენ ეს ნაძირალები და ამიტომაცაა საჭირო მაქსიმალური სიფხიზლე, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე მოქალაქეების მხრიდანაც, რადგან ყველაზე ძლიერი იარაღია ჩვენი პოზიცია.

მადლობა სამართალდამცავ ორგანოებს ოპერატიული მუშაობისთვის.

ყველა ვინც ამ საქმეში ფიგურირებს, კანონის უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი!" - წერს ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი