დავით ქართველიშვილი რადიკალების მისამართით: რასაც უეჭველი ველოდებით - ამ უპრინციპო, უსამშობლო, განსულიერებული არსებების სასტიკ და დაუნდობელ დამარცხებას 26 ოქტომბერს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
393 24 ივლისი 2024, 11:41
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ბოლო დროს გადადგმულ ნაბიჯებს და იმ მოლოდინებს ეხება, რასაც ამ ძალების წარმომადგენლები მომავალში გადადგამენ. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომელთა მხრიდანაც წარმოუდგენელია ადამიანობისა და პრინციპულობის შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.
„ბოკუჩავა - ტრამპის ყრილობაზე. გვარამია - ქართველ მეღვინეებთან. გახარია - ხაზარაძესთან. ხაზარაძე - ელისაშვილთან. ვაშაძე - რუს ტურისტებთან. ველოდებით: მერაბიშვილს - სანდრო გირგვლიანის საფლავზე, ხოლო ზურაბიშვილს - ირინა ენუქიძის; აცრემლებული მეგის ქარდავას წერილს - სერგო თეთრაძის ოჯახის სახელზე. არ ველოდებით: მათ ქმედებებში კაცობის, ადამიანობის, პრინციპების, ნამუსის გამოვლინების ნაპერწკალს. რა თქმა უნდა არ ველოდებით იმას, რაც მერაბიშვილს, ზურაბიშვილს თუ ქარდავას მივაწერე - „შავი და უადგილო იუმორის" კატეგორიისა იყო, რაზეც ბოდიშს ვიხდი. ხოლო რასაც უეჭველი ველოდებით ამ უპრინციპო, უსამშობლო, განსულიერებული არსებების სასტიკ და დაუნდობელ დამარცხებას 26 ოქტომბერს. ვის "დაბოლებას" აპირებენ? ქართველი ხალხის?" - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი