დავით ჩიხელიძე სუს-ის განცხადებაზე-მტკიცებულებათა ერთობლიობის შეკრების შემდეგ საზოგადოებას დამნაშავეთა შესახებ სრული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს, უნდა ვიცოდეთ ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც მძიმე ტერორისტულ აქტს გეგმავდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
437 24 ივლისი 2024, 13:29
ექსპერტი დავით ჩიხელიძე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადების საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმიანება.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს ახლა პოლიტკორექტულობის დრო არ არის, ყველა დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.
მისივე თქმით, დღეს ქართული სასამართლო და გამოძიება დამოუკიდებელია, მტკიცებულებათა ერთობლიობის შეკრების შემდეგ საზოგადოებას დამნაშავეთა შესახებ სრული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს. „სუსის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში არაერთი ადამიანი გამოიკითხა, არიან ადამიანები, რომელთაც უკრაინასთან აქვს შემხებლობა, დიდი ალბათობით გამოკითხულ პირთა წრე გაიზრდება და მათ შორის უკრაინაში მყოფი ადამიანებიც იქნებიან, ახლა პოლიტკორექტულობის დრო არ არის, ყველა დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, როგორც აღმოსავლური სიბრძნე ამბობს, მორიდებული კატა ვირთხებს ათამამებს. დიახ ახლა მორიდების დრო არ არის, ვირთხებს საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს და შესაძლო დანაშაულის მომზადება/განხორციელება არავის უნდა ეპატიოს! დღეს ქართული სასამართლო და გამოძიება დამოუკიდებელია, მტკიცებულებათა ერთობლიობის შეკრების შემდეგ საზოგადოებას დამნაშავეთა შესახებ სრული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს, შესაძლოა საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც ამ ბინძურ პროვოკაციას და მძიმე ტერორისტულ აქტს გეგმავდა, შემდეგ კი სახელმწიფოს ყველა შტოს კოორდინირებული მუშაობის შედეგად დამნაშავეთა საქართველოში ექსტრადირება მოხდეს, არ აქვს მნიშვნელობა მათ მდებარეობას, ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს და სასჯელი სრულად მოიხადოს.“-წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი