თამთა მეგრელიშვილი: ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ქართული ჯარის დაფინანსება ეგრეთ წოდებულმა პარტნიორებმა შეაჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულმა სახელმწიფომ ომს მშვიდობა ამჯობინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
407 27 ივლისი 2024, 12:17

„ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად, მოქმედი ხელისუფლების ურყევი პოზიცია ხელმოწერილ მშვიდობაზე, არის ის დიდი დანაშაული, რომლის გამოც საქართველო და ქართველი ხალხი პოლიტიკური ალიყურით ისჯება“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მეგრელიშვილის თქმით, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ქართული ჯარის დაფინანსება

ეგრეთ წოდებულმა პარტნიორებმა შეაჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულმა სახელმწიფომ ომს მშვიდობა ამჯობინა!

„ქართული ჯარის დაფინანსებასა და მის ორმხრივ წვრთნებზე ბევრი რამ იწერება, მაგრამ სიმართლე არის მარტივი და არის ერთი! ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ქართული ჯარის დაფინანსება

ეგრეთწოდებულმა პარტნიორებმა შეაჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულმა სახელმწიფომ ომს მშვიდობა ამჯობინა!

დიახ, დიდი ძმისაგან სახელისუფლებო გუნდი ისჯება მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ომი თავიდან აერიდებინათ. ორმხრივი წვრთნებიც ეგრეთ წოდებულმა გაბრაზებულმა დიდმა ძმამ შეაჩერა მხოლოდ იმიტომ, რომ ქართული მხარე ომზე ვერც მუქარითა და ვერც პოლიტიკური თამაშით ვერ დაითანხმა.

ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად, მოქმედი ხელისუფლების ურყევი პოზიცია ხელმოწერილ მშვიდობაზე, არის ის დიდი დანაშაული, რომლის გამოც საქართველო და ქართველი ხალხი პოლიტიკური ალიყურით ისჯება. ასე რომ ამ საკითხზე სხვადასხვა ვერსიები და ოპოზიციის მცდელობა გაამართლოს ამერიკის შეერთებული შტატების ქმედება არის შეკვეთილი მცდელობა, როგორმე ქართველი ხალხის თვალში დიდი ძმის იმიჯი გამართლდეს. ეს უკანასკნელი კი უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება“, - წერს მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი