„დემოკრატების მხრიდან ჰარისი-უოლცის დუეტი მკაფიო განაცხადია, რომ მათი იდეოლოგია მხოლოდ ომებზე და „ვოუქ” იდეოლოგიის გაბატონებაზე დგას“ - ვატო შაქარიშვილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
305 06 აგვისტო 2024, 21:28

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ვატო შაქარიშვილი „დემოკრატიული პარტიის“ სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატ კამალა ჰარისის მიერ, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად მინესოტას გუბერნატორი ტიმ უოლცის დასახელებას ეხმაურება. 


როგორც ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე წერს, დემოკრატების მხრიდან ჰარისი-უოლცის დუეტი მკაფიო განაცხადია, რომ მათი იდეოლოგია მხოლოდ ომებზე და „ვოუქ” იდეოლოგიის გაბატონებაზე დგას.


„კამალა ჰარისმა, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად მინესოტას გუბერნატორი, ტიმ უოლცი წარადგინა. ჰარისი წლებია აცხადებს, რომ მეტი „ვოუქიზმია”(woke) საჭირო, რისთვისაც მისი და ბაიდენის ადმინისტრაცია ძალებს ნამდვილად არ იშურებდა. ცხადია, საპრეზიდენტო რბოლაში მეწყვილეც სწორედ ამ მთავარი კრიტერიუმით შეარჩია. მინესოტა არის შტატი, რომელშიც ლიბერალიზმი, „ვოუქიზმი” და გენდერიზმი არის გაბატონებული, კანონის დონეზე უზრუნველჰყოფილი და რელიგიის რანგში აყვანილი. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ტიმ უოლცმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც შტატს, ოჯახებიდან ბავშვების წაყვანის უფლებას აძლევს, თუ მშობლები სქესის შეცვლის ოპერაციაზე ნებართვას არ მისცემენ საკუთარ შვილებს. კიდევ სხვა უამრავი სიგიჟე უკავშირდება მინესოტას შტატს, რომელიც უოლცის გუბერნატორობის პირობებში დაინერგა. მაგალითად, მინესოტაში მდებარე სკოლებს დაევალათ ქალის ჰიგიენური საშუალებების განთავსება მათ შორის ბიჭების ტუალეტებშიც. უოლცის მინესოტა, LGBT თემის და მიგრანტების სამოთხედ არის ცნობილი, რადგან იქ ყველაფერი კეთდება, იმისათვის რომ უმცირესობა გაბატონდეს უმრავლესობაზე.


ტრამპმა და ვენსმა უკვე შეაფასეს კონკურენტის გადაწყვეტილება და ხუმრობითაც კი თქვეს, რომ უოლცი ჰარისზე უფრო მეტად ლიბერალია და რომ მათი გამარჯვება „სამყაროს ჯოჯოხეთად გადაქცევას” გამოიწვევს. ტრამპის საარჩევნო შტაბმა, ტიმ უოლცს „საშიში ლიბერალ-ექსტრემისტი უწოდა.” დემოკრატების მხრიდან ჰარისი-უოლცის დუეტი მკაფიო განაცხადია, რომ მათი იდეოლოგია მხოლოდ ომებზე და „ვოუქ” იდეოლოგიის გაბატონებაზე დგას! ვხედავთ რა ხდება ევროპაშიც, რომლის დიდი ნაწილიც შეგვიძლია ამერიკის კიდევ ერთ შტატად ჩავთვალოთ. პარიზის ოლიმპიადა ევროპის დღევანდელ მდგომარეობას ყველაზე კარგად აღწერს. ოლიმპიადა, რომელიც სპორტული რეკორდებით ვერ გამოირჩევა, მაგრამ „ვოუქიზმის“ და გენდერული სიგიჟის კუთხით, რეკორდს რეკორდზე „აუმჯობესებს”. ჯერ იყო და, გახსნის ცერემონიაზე მოციქულები ჩაანაცვლეს ტრანსგენდერი მსახიობებით, შემდეგ სპორტში ქალები ჩაანაცვლეს ტრანსგენდერებით და მთელ მსოფლიოს აყურებინეს, როგორ ცემს კაცი - ქალს, სპორტული შეჯიბრების საფარქვეშ. ეს არის პოლიტიკის ნაწილი, რომლითაც დღეს აშშ და ევროპის დიდი ნაწილი იმართება. საქართველო კი, მხოლოდ იმიტომ არის მათი შეტევის ადრესატი, რომ არ გვსურს ამ სიგიჟეში მივიღოთ მონაწილეობა! ომში ჩაბმასა და LGBT იდეოლოგიით ქრისტიანობის ჩანაცვლება არის უმთავრესი კრიტერიუმი, რაზეც ყბადაღებული ევროინტეგრაცია გადის და სხვა ყველაფერი უბრალოდ ფარსია!“, - წერს ვატო შაქარიშვილი. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სუს-ის ბრიფინგში, დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი იყო, საზოგადოებისთვის ამ ერთი კადრის ჩვენება: ნივთიერების და მისი შესაბამისი კოდის
ილონ მასკი: ევროკავშირი უნდა გაუქმდეს და სუვერენიტეტი დაუბრუნდეს ცალკეულ ქვეყნებს, რათა მთავრობებმა უკეთ შეძლონ თავიანთი ხალხის ინტერესების წარმოდგენა
ფეიკ-სიუჟეტიც აღარ ჩანს „შემთხვევით დამთხვევად“ - ეს არის იმავე საინფორმაციო ჯაჭვის გაგრძელება, სადაც ლობისტური ფული ქმნის „სკანდალებს“
სააკაშვილი დემენციისგან სრულად განიკურნა. არჩევნებზე დაჟინებული მზერით 400.000 ხმა გააყალბეს. „კამიტით მოწამლული” 1 წლის თავზე მოვლენებს იხსენებს
აშშ-ის უსაფრთხოების ახალი დოქტრინა არის ცივი წყალი ბრიუსელში ჩაბუდებული ბიუროკრატებისთვის, რომლებიც ჩაფლულნი იყვნენ კორუფციაში
არქივი