დავით ჩიხელიძე აშშ-ის სენატორისა და კონგრესმენის ვიზიტზე: ეს ადამიანები ჩამოვიდნენ, რათა არჩევნების წინ ოპოზიცია შეაგულიანონ და საქართველოს ყალბი მხარდაჭერა აღუთქვან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
494 10 აგვისტო 2024, 18:09
„აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოში ჩამოვიდნენ, რათა არჩევნების წინ ოპოზიცია შეაგულიანონ და საქართველოს ყალბი მხარდაჭერა აღუთქვან“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, ჯინ შაჰინი არის ადამიანი, რომელმაც 2012 წლის 7 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი, კრიმინალების (ოპოზიციის) დაპატიმრების გამო, გააკრიტიკა.

„საქართველოში სტუმრად მყოფმა სენატორმა და კონგრესმენმა შეხვედრები როგორც ოპოზიციასთან, ასევე პოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან გამართეს. როგორც წესი, პრივილეგირებული არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, მსგავს შეხვედრაზე დასწრება შეუძლებელია. ეს არის პრობლემა, რომელზე გაჩუმება არ შეიძლება.

სტუმრებიდან განსაკუთრებით საინტერესო ბიოგრაფია ჯინ შაჰინს აქვს. ჯინ შაჰინი არის ადამიანი, რომელმაც 2012 წლის 7 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი, კრიმინალების (ოპოზიციის) დაპატიმრების გამო, გააკრიტიკა, შაჰინი, ოპოზიციის მფარველი, მიკერძოებული ადამიანია, რომელიც მზად არის, გარკვეული სარგებლის მიღების სანაცვლოდ, კრიმინალები დაიცვას.

რა თქმა უნდა, აღნიშნული ვიზიტისგან ჭარბი მოლოდინები არ უნდა შევიქმნათ. ეს ადამიანები ჩამოვიდნენ, რათა არჩევნების წინ ოპოზიცია შეაგულიანონ და საქართველოს ყალბი მხარდაჭერა აღუთქვან. სამწუხაროდ, აშშ დიდი ხანია, გავიდა პარტნიორული ურთიერთობის ჩარჩოდან, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის გაუმჯობესების გასაღები აშშ-ის ხელშია. მათგან განსხვავებით, საქართველო ღირებულებების ისეთივე ერთგულია, როგორც წარსულში“, - წერს დავით ჩიხელიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი