დავით ქართველიშვილი „გორბის“ კვლევაზე: წინამდებარე რეიტინგები მოსახლეობის უმრავლესობის მიერ მშვიდობაზე, ღირსებასა და კეთილდღეობაზე დადებულ ფსონს ასახავენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
393 14 აგვისტო 2024, 21:50
ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI-ს მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებას, რომლის მიხედვითაც, კითხვაზე: „საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?“, „ქართულმა ოცნებამ“ 59,3% აიღო, სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, „ქართული ოცნების“ მაღალი რეიტინგი მოსახლეობის უმრავლესობის მიერ მშვიდობაზე, ღირსებასა და კეთილდღეობაზე დადებულ ფსონს ასახავს.

„გორბის" მიერ ჩატარებული უკანასკნელი კვლევებიდან ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 2022 წლის მარტის გამოკითხვა უკრაინის ომის თემატიკაზე. სხვადასხვა ფორმულირებით დასმულ შეკითხვებზე: „უნდა ჩაერთოს თუ არა საქართველო ამ ომში?" - გამოკითხულთა 70-დან 83%-მდე უარყოფითი პასუხი გასცა. საინტერესოა, რომ ამ „პაციფისტების" რიგში „ნაცმოძრაობის“ მომხრეებიც დაფიქსირდნენ.

გავიდა საკმაო ხანი. მმართველმა პარტიამ და „ხალხის ძალამ" „გორბის" იმდროინდელი კვლევების შედეგები საზოგადოებრივ დაკვეთად აღიქვეს და ქვეყანას „ბახმუტიზაცია" თავიდან აარიდეს. ახლაც, წინამდებარე რეიტინგები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მოსახლეობის უმრავლესობის მიერ სწორედ მშვიდობაზე, ღირსებასა და კეთილდღეობაზე დადებულ ფსონს ასახავენ. 

რაც შეეხება ფერნაკლული ცისარტყელას დროშას დამსგავსებულ და ცალკეულ ფერებად დაშლილ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ - არც არავინ უარყოფდა მათ არსებობას და გარკვეულ საარჩევნო შანსებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათზე გასამართი ვერც „ნიურნბერგის" პროცესი დაანონსდებოდა ჩვენი მხრიდან...“ - წერს დავით ქართველიშვილი. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი