დავით ჩიხელიძე: OCCRP-მა ივანიშვილთან დაკავშირებით შეკვეთილი სტატია დაწერა, რასაც არათუ ბოდიში, არამედ ახალი შეტევა მოჰყვა, ვინმე სალივანი ქსეროქსის ფურცელზე გვიმტკიცებს, რომ სანდო დოკუმენტია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
418 17 აგვისტო 2024, 15:04

OCCRP-მა ივანიშვილთან დაკავშირებით შეკვეთილი სტატია დაწერა, სტატიაში მოცემული ყველა ბრალდება დოკუმენტურად გაქარწყლდა, რასაც არათუ ბოდიში, არამედ ივანიშვილის წინააღმდეგ ახალი შეტევა მოჰყვა, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ქონების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” და ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, OCCRP-ის ხელმძღვანელი ვინმე სალივანი, ცდილობს, ქსეროქსის ფურცელი სანდო დოკუმენტად წარმოაჩინოს. ექსპერტი სტატიას საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფსკერსაც უწოდებს.

„OCCRP-მა ივანიშვილთან დაკავშირებით შეკვეთილი სტატია დაწერა, სტატიაში მოცემული ყველა ბრალდება დოკუმენტურად გაქარწყლდა, რასაც არათუ ბოდიში, არამედ ივანიშვილის წინააღმდეგ ახალი შეტევა მოჰყვა. OCCRP-ის ხელმძღვანელი ვინმე სალივანი ქსეროქსის ფურცელზე გვიმტკიცებს რომ სანდო დოკუმენტია, რაც ადასტურებს, რომ ივანიშვილის მეუღლემ რუსეთში ქონება გადაიფორმა, სტატიაში ერთი საინტერესო ხაზია, ტვ პირველი წერს ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვაო, ხაზარაძემ თვითონ თქვა, რომ პირველი მილიონი რუსეთში იშოვა და იქნებ მასზეც დაწეროთ ანალოგიური სტატია ან კითხვა დაუსვათ, თუ რადგან გაფინანსებთ ფულს სუნი არ აქვს?

რაც შეეხება OCCRP-ის საგამოძიებო სტატიას, რომელ ჭეშმარიტებაზე საუბრობ, როცა სტატიას საერთაშორისო გაუმჭვირვალობა საქართველოს მონაცემებზე დაყრდნობით წერ, ეს არის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფსკერი, რომლის მიღმა მხოლოდ მთავარი, ფორმულა და ტვ პირველი არის!

ამ ქსეროქსის ფურცელს დოკუმენტს როგორ უწოდებთ?” - წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი