ზურაბ ქადაგიძე: ოპოზიციის საცოდაობა ის კი არ არის, არჩევნებში წარმატების პერსპექტივა რომ არ აქვთ, ვერაფერი დაუპირისპირეს “ქართული ოცნების” განცხადებებს, საარჩევნო გზავნილებს, მომავალ გეგმებს და მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების საკითხით დაკავდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
331 22 აგვისტო 2024, 17:27
ოპოზიციის საცოდაობა ის კი არ არის, არჩევნებში წარმატების პერსპექტივა რომ არ აქვთ, არამედ, იმდენად უსუსურები და ბითურები არიან, პოლიტიკური დღის წესრიგიც აღარ გააჩნიათ. ვერაფერი  დაუპირისპირეს “ქართული ოცნების” განცხადებებს, საარჩევნო გზავნილებს, მომავალ გეგმებს და მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების საკითხით დაკავდნენ,“ - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც ის აღნიშნავს, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ დაგეგმილი თავდასხმის საქმეს სუს-ი იძიებს, ასევე, ბოლო პერიოდში არაერთი თავდასხმის ფაქტი ვიხილეთ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერზე, შესაბამისად, "გლობალური ომის პარტია" არავის ინდობს, ვინც არ იზიარებს მათ პოლიტიკურ კონიუნქტურას. 

"ოპოზიციის საცოდაობა ის კი არ არის, არჩევნებში წარმატების პერსპექტივა რომ არ აქვთ, არამედ, იმდენად უსუსურები და ბითურები არიან, პოლიტიკური დღის წესრიგიც აღარ გააჩნიათ. ვერაფერი  დაუპირისპირეს “ქართული ოცნების” განცხადებებს, საარჩევნო გზავნილებს, მომავალ გეგმებს და მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების საკითხით დაკავდნენ.

ჯერ ერთი, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი პოტენციური თავდასხმის აქტს იძიებს “სუსი” და უსაფრთხოებაც შესაბამისად, აუცილებლობას წარმოადგენს და მეორე - ბოლო თვეების განმავლობაში ვიხილეთ, საპრეზიდენტო კანდიდატზე თავდასხმა, პრემიერ-მინისტრის მძიმედ დაჭრის, აღკვეთილი ტერორისტული აქტები  სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურებზე მსოფლიო მასშტაბით და საქართველოს მთავრობის მეთაურის გაფრთხილება, შესაძლო თავდასხმაზე.

შესაბამისად, გლობალური ომის პარტია არავის ინდობს, ვინც კი მის პოლიტიკურ კონიუნქტურას არ იზიარებს და სწორედაც, ჩვენს რეგიონში ამისი ნათელი მაგალითია,  “ქართული ოცნება” და მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

აქედან გამომდინარე, არასერიოზულია გამკაცრებულ უსაფრთხოებაზე კითხვის დასმაც კი, მაგრამ ჩვენი საცოდავი ოპოზიციის შემხედველი არც მიკვირს, სათქმელი და სამოქმედო, რომ ვეღარაფერი აქვთ ამ ბითურებს, ქარის წისქვილებს ებრძვიან.

მიდით, ეგრე გააგრძელეთ და 26 ოქტომბერს ჭირისუფალიც აღარ დაგრჩებათ დამტირებლად!" -  წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა
არქივი