ცესკო: საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარ საქმიანობაში მიუკერძოებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის სტანდარტს კიდევ უფრო ამაღლებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
217 22 აგვისტო 2024, 21:14
26 ოქტომბრის არჩევნების დანიშვნამდე საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარ საქმიანობაში მიუკერძოებლობის სტანდარტს კიდევ უფრო ამაღლებს და ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსში ცვლილებები შეაქვს. შესაბამისი დადგენილება ცესკომ 16 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღო და კიდევ უფრო გაამკაცრა ის სტანდარტები, რომელთა დაცვაც ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის მიზნით ევალება.

„დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია წარმოადგენს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარების ერთ-ერთ უმთავრეს ქვაკუთხედს და გარანტს. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა მოხელეთა მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვის მაღალი ეთიკური სტანდარტი, რომელიც ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს საზოგადოებაში საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდასა და განმტკიცებას.

ეთიკის კოდექსის გაფორმება ყოველი არჩევნების წინ უკვე რამდენიმე წელია ტრადიციად იქცა. მასზე ხელის მოწერით საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები აღიარებენ და იღებენ ვალდებულებას, იყვნენ ეთიკურები და ნეიტრალურები. ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ არჩევნები შეესაბამებოდეს იმ სტანდარტებს, რაც აუცილებელია დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. 2024 წლის არჩევნებამდე ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრები ეთიკის კოდექსს ერთდროულად აწერდნენ ხელს. წელს კი ხელმოწერა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და არჩევნების დანიშვნის შემდგომ ჯერ ცესკოს, შემდგომ კი ქვედა დონის საარჩევნო კომისიების წევრები კომისიების დაკომპლექტებიდან მალევე მოაწერენ ხელს“, - აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკო არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს აქვეყნებს
ცესკო არჩევნებში ჩართულ მედიას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს
ცესკომ 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
გიორგი სანტურიანი: წილის ყრით, რიგითი ნომერი უნდა მიენიჭოს სულ 12 პოლიტიკურ გაერთიანებას, ერთიდან დაწყებული ყველა თავისუფალი ნომერი მოხვდება დოლურაში და გათამაშდება
60 დღით ადრე პრეზიდენტმა გამოსცა აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ 60 დღიან პერიოდში მთელი რიგი სამართლებრივი რეგულაციები ამოქმედდა
არქივი