გია აბაშიძე: ქართული ჯარის მხარდაჭერის ნაცვლად, ევროკავშირი ასპონსორებს ურეიტინგო, რადიკალურ ე.წ. "ენჯეოებს", ხელისუფლება განაგრძობს სამშობლოს დამცველების თანადგომას, 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ბინები გადაეცემა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
469 26 აგვისტო 2024, 13:35
ქართული ჯარის მხარდაჭერის ნაცვლად, ევროკავშირი ასპონსორებს ურეიტინგო, რადიკალურ ე.წ. "ენჯეოებს", პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება განაგრძობს სამშობლოს დამცველების თანადგომას, -  ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა.

ანალიტიკოსის განცხადებით, რევანშისტი არასამთავრობოების აპელირება, რომ აღნიშნული ინიციატივა წინასაარჩევნო მოსყიდვაა, უარგუმენტოა, ვინაიდან, ხელისუფლება არჩევნების წელსაც არ აჩერებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. 

"ქართული ჯარის მხარდაჭერის ნაცვლად, ევროკავშირი ასპონსორებს ურეიტინგო, რადიკალურ ე.წ. "ენჯეოებს", პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება განაგრძობს სამშობლოს დამცველების თანადგომას - 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა ბინები ახლად აშენებულ კორპუსებში.
იმავე რევანშისტი "ნაცარასამთავრობოების" სამარცხვინო, ფუყე არგუმენტები, რომ თითქოს ეს წინასაარჩევნო მოსყიდვაა, როგორც სხვა სოციალური პროგრამები, პასუხი მარტივია - ხელისუფლება არჩევნების წელსაც არ აჩერებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას," -  წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი