გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ინსტრუქციით, ზურაბიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალური დარტყმა მიაყენოს საარჩევნო პროცესსაც, ცესკოსაც და ელექტორატის უმრავლესობის ლეგიტიმური ნება ვითომ "მიტაცებულად" გამოაცხადოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
394 27 აგვისტო 2024, 19:39
ფსევდო-პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 27 აგვისტოს გამოსვლა კვლავ არაფრით განსხვავდებოდა მოღალატე "ნაცმოძრაობის" გზავნილებისგან, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ზურაბიშვილი, რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად მოქმედებს და რასაც გარედან ეტყვიან, იმას იმეორებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აბაშიძის თქმით, პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს, რომ საარჩევნო პროცესს მაქსიმალური დარტყმა მიაყენოზ.


"ფსევდო-პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 27 აგვისტოს გამოსვლა კვლავ არაფრით განსხვავდებოდა მოღალატე "ნაცმოძრაობის" გზავნილებისგან. ვერც იქნება, რადგან კონსტიტუციის დამრღვევი, რეპუტაციაშელახული ზურაბიშვილი ერთ სიბრტყეშია მარიონეტული რეჟიმის დამყარების მოსურნე ნაცოპოზიციასთან ერთად. რასაც უბრძანებენ გარედან, იმას იმეორებს ჩიქორთული ქართულით. პატრიოტიზმზე გველაპარაკება ის სამარცხვინო ე.წ. "პრეზიდენტი" ზურაბიშვილი, რომლისთვის საქართველოს სუვერენიტეტი და კანონის უზენაესობა უმდაბლესი პრიორიტეტებია. 

კვლავ გავიმეორებ - აგენტოკრატიის ინსტრუქციით, სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალური დარტყმა მიაყენოს საარჩევნო პროცესსაც, ცესკოსაც და ელექტორატის უმრავლესობის ლეგიტიმური ნება გამოაცხადოს ვითომ "მიტაცებულად"." - წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი