მაია ბითაძე ოპოზიციას: არავის ავიწყდება არაფერი, ამიტომ წააგებთ არჩევნებს ,,მეათასეჯერ”. იმის გამო, რომ მიღებული თანხები არ გაგესაჯაროებინათ მეგობარი მეგობარს გადაკიდეთ, ,,ვიღაც უცხოელს” სამშობლო ალანძღვინეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
401 31 აგვისტო 2024, 12:09
ჩვენი, "ქართული ოცნების" შექმნილ ევროინტეგრაციის გზას ისე იბრალებთ, თითი თითზე არ გაქვთ დადებული ამ გზაზე და იმის გამო, რომ მიღებული თანხები არ გაგესაჯაროებინათ მეგობარი მეგობარს გადაკიდეთ, ,,ვიღაც უცხოელს” სამშობლო ალანძღვინეთ, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბითაძე "მთის ამბების" რედაქტორის გელა მთივლიშვილის ძველ და ახალ განცხადებებს, სადაც წარსულში ის ამბობს, რომ "გამჭვირვალობის კანონის" საჭიროება არ არსებობს, ახლა კი ამბობს, რომ არ ასაჯაროებს შემომწირველთა ვინაობას და მათი შენატანების მოცულობას, რადგან იმ პირობით სწირავდნენ ეს ადამიანები თანხას, რომ მათი ვინაობა არ გამჟღავნდებოდა. 

ბითაძის თქმით, არავის ავიწყდება არაფერი, ამიტომ ოპოზიცია წააგებს არჩევნებს ,,მეათასეჯერ” და ვინმეს მაინც ცოტა თუ დაავიწყდება, ყოველთვის არსებობს  სამარცხვინო მედია არქივი. 





"არჩევნებს იცით რატომ წააგებთ, იმიტომ რომ სიცრუე, სიყალბე, ადამიანის ბულინგი და სტიგმატიზაცია თქვენი ცხოვრების წესია. მათ შორის, ერთმანეთის ლანძღვას და ბულინგს არ ერიდებით. ჩვენი, ქართული ოცნების, შექმნილ ევროინტეგრაციის გზას ისე იბრალებთ, თითი თითზე არ გაქვთ დადებული ამ გზაზე და იმის გამო, რომ მიღებული თანხები არ გაგესაჯაროებინათ მეგობარი მეგობარს გადაკიდეთ, ,,ვიღაც უცხოელს” სამშობლო ალანძღვინეთ.
არავის ავიწყდება არაფერი, ამიტომ წააგებთ არჩევნებს ,,მეათასეჯერ” და ვინმეს მაინც ცოტა თუ დაავიწყდება, ყოველთვის არსებობს ასეთი სამარცხვინო მედია არქივი", - წერს მაია ბითაძე.


https://www.facebook.com/share/r/crQpXing6SFAVtA1/?mibextid=oFDknk
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი