გია აბაშიძე: ნაცსექტის ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც ქილიკობს ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომებზე, პირდაპირ თუ ირიბად ირიცხება მისი ფიზიკური განადგურების მოსურნე ექსტრემისტთა კლასტერში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
376 04 სექტემბერი 2024, 12:58

„ბოროტია ვინც ვერ აცნობიერებს რეალურად თუ რა რისკები და საფრთხეები არსებობს როგორც ბიძინა ივანიშვილის, ასევე ხელისუფლების მაღალჩინოსნების გარშემო“-ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების შესახებ პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

ანალიტიკოსის თქმით, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და სამართალდამცავი სტრუქტურების პროფესიონალები აკეთებდნენ და გააკეთებენ ყველაფერს, რათა დასაცავთა უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი.

„ნაცსექტის ნებისმიერი მჩხავანა სუბიექტი, რომელიც ვითომ ქილიკობს ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომებზე პირდაპირ თუ ირიბად ირიცხება "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ფიზიკური განადგურების მოსურნე ექსტრემისტთა კლასტერში. ბოროტია ან აზროვნებით უკიდურესად განუვითარებელია ის, ვინც ვერ აცნობიერებს რეალურად თუ რა რისკები და საფრთხეები არსებობს როგორც ბიძინა ივანიშვილის, ასევე ხელისუფლების მაღალჩინოსნების გარშემო. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და სამართალდამცავი სტრუქტურების პროფესიონალები აკეთებდნენ და გააკეთებენ ყველაფერს, რათა დასაცავთა უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი. "გვაქვს უარყოფითი მოლოდინი რადიკალური ოპოზიციის სამომავლო აქტივობებთან დაკავშირებით - ჩვენი პოლიტიკური გუნდი იღებს განსაკუთრებულ ზომებს პარტიის საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც საქართველოში მშვიდობის უმთავრესი გარანტია",- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, როგორც „გლობალური ომის პარტიისთვის“, ისე ხელისუფლებისა და ქართველი ხალხისთვის სასწორზე იმდენად მნიშვნელოვანი რამ დევს, რომ „ამ ფონზე რისკები ერთი ათადაა მომატებული“. ცნობისთვის, 13 ივლისს, დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობის შემდეგ, საჯარო შეხვედრებზე მისი ტრიბუნა გარშემორტყმულია ტყვიაგაუმტარი მინებით. მეტიც, ახლახან პრეზიდენტმა ბაიდენმა აღიარა, რომ საიდუმლო სამსახურმა მას აუკრძალა ხალხში შესვლა კამალა ჰარისის საჯარო საარჩევნო ღონისძიებებზე. რაც მთავარია, არც რესპუბლიკელები და არც დემოკრატები უბადრუკი ნაცგობლინებისგან განსხვავებით, არ ქილიკობენ ლიდერთა დამატებით დაცვით ღონისძიებებზე,“ - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი