ლევან ნიკოლეიშვილი: სადამკვირვებლო მისიები ხელს უშლიან საოლქო კომისიებს და პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით ახდენენ ადამიანების სტიგმატიზაციას, ნათელია, მიღებული აქვთ გადაწყვეტილება, არჩევნებამდეც აწარმოონ ბინძური კამპანია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
150 07 სექტემბერი 2024, 17:52

ცესკო არის ის ინსტიტუცია, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ არჩევნების მომზადება-ჩატარებაზეა პასუხისმგებელი, შესაბამისად მისთვის სახელის გატეხა და მასზე სხვადასხვა სახის დეზინფორმაციის გავრცელება მავნებლებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, - წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.

ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ დღეს საოლქო საარჩევნო კომისიების, საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების და წევრების არჩევა ხდება.

მისი თქმით, სადამკვირვებლო მისიებს შეუძლიათ ყველა შეამოწმოს საქმიანობის მიხედვით, მაგრამ როდესაც ხელს უშლიან საოლქო საარჩევნო კომისიებს, ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილი აქვთ არჩევნებამდეც აწარმოონ ბინძური კამპანია ცესკოს შესახებ.

ნიკოლეიშვილის თქმით, ეს ყველაფერი კი მიუთითებს რამდენად მარცხისთვის არის განწირული ოპოზიცია, რომ თავშივე უნდათ არეულობის ელემენტების შემოტანა.

“არეულობის დიდი სცენარის „არჩევნები გაყალბდა“-ს სერიოზულ ნაწილში, ცხადია რამდენიმე გვერდი ცესკოს დისკრედიტაციისთვის იქნება დათმობილი. ცესკო არის ის ინსტიტუცია, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ არჩევნების მომზადება-ჩატარებაზეა პასუხისმგებელი, შესაბამისად მისთვის სახელის გატეხა და მასზე სხვადასხვა სახის დეზინფორმაციის გავრცელება მავნებლებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ხდება საოლქო საარჩევნო კომისიების, საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების და წევრების არჩევა. კანონის მიხედვით ყველა კონკურსანტს მოეთხოვება ჰქონდეს შესაბამისი სამართლებრივი და პროფესიული უნარები. თუ კი ისინი დააკმაყოფილებენ აღნიშნულ კრიტერიუმებს ხდებიან კანდიდატები და შესაძლებლობა ეძლევათ არჩეული იყვნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად-ამას ითვალისწინებს კანონმდებლობა. სადამკვირვებლო მისიებს შეუძლიათ ყველა შეამოწმონ მათი საქმიანობის მიხედვით, მაგრამ როცა ხელს უშლიან საოლქო საარჩევნო კომისიებს და პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით ახდენენ ადამიანების სტიგმატიზაციას აქ ყველაფერი ნათელია, მიღებული აქვთ გადაწყვეტილება რაც შეიძლება ბევრი ხმაური ატეხონ და არჩევნებამდეც აწარმოონ ბინძური კამპანია ცესკოს შესახებ (არც არჩევნების შემდეგ დააკლებენ!). ეს ყველაფერი კი მიუთითებს რამდენად მარცხისთვის არის განწირული ოპოზიცია, რომ თავშივე უნდათ არეულობის ელემენტების შემოტანა. თუმცა აქვე უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ მარტო თვითონ „ჩვენი რადიკალები,“ ამას ვერ მოიფიქრებდნენ, „გულმხურვალე უცხოელი მეგობრების“ ხელი აქაც აშკარად იგრძნობა”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაია ორჯონიკიძე: გიგა ბოკერია დღემდე არის ივანიშვილის მთავარი და შეუცვლელი დასაყრდენი ოპოზიციაში და ამას ვერ შენიღბავს მისი ცრუ ვერბალური თავდასხმები ბიძინასა და მის რეჟიმზე
ლევან ნიკოლეიშვილი: შეერთებული შტატების პოლიტიკა დამყარებულია იმაზე, თუ მსოფლიოში როგორ მიაღწევს იმ მიზნებს, რა მიზნებიც მას გააჩნია. ევროკავშირი არის ის ორგანიზაცია, რომელიც, ღიად შეიძლება ითქვას, ტრამპს მაინცდამაინც არ სიამოვნებს
ზურაბ ქადაგიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ მიერ მართული პროცესი მივიდა იმ კულმინაციამდე, რომ ეგზისტენციალური საკითხი დგას უკვე, ან აგრძელებენ მოქმედებას, ან საერთოდ ასრულებენ ყველაფერს
შალვა პაპუაშვილი: საგანგაშოა, რომ ევროკავშირის საელჩოს დღემდე არც ერთხელ არ დაუგმია მისი დაფინანსებული პირებისგან მომდინარე ძალადობა, სიძულვილი და დეზინფორმაცია
დავით ქართველიშვილი რადიკალებზე: წლების განმავლობაში მათ პოლიტიკურ აქტივობას ასაზრდოებდა ამა თუ იმ ფონდებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული ფულის ნაკადი
არქივი