დავით ქართველიშვილი: ნაცსექტანტებისა და კამალა ჰარისის საარჩევნო პროცესებს ერთი და იგივე სცენარისტები რომ ჰყავთ, ამაში ერთხელაც შეგვიძლია დავრწმუნდეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
355 10 სექტემბერი 2024, 11:43

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ში წინასაარჩევნოდ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, კამალა ჰარისის წარმომადგენლები ამომრჩეველს დონალდ ტრამპის ჯანსაღი იდეებით აშინებენ, რაც აშშ-ში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს უსვამს ხაზს.

ამავდროულად, კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ნაცსექტანტებისა და კამალა ჰარისის საარჩევნო პროცესებს ერთი და იგივე სცენარისტები ჰყავთ.

„ნაცსექტანტებისა და კამალა ჰარისის საარჩევნო პროცესებს ერთი და იგივე სცენარისტები რომ ჰყავთ, ამაში ერთხელაც შეგვიძლია დავრწმუნდეთ. 11 სექტემბრის დებატების წინ კანდიდატად დასახელებიდან „თაფლობის თვის“ დასრულებისთანავე კამალა ჰარისის რეიტინგები კიდევ უფრო გაუფასურდა. ამიტომ, მას „ტრანკვილიზატორის“ მოშველიება დასჭირდა: დებატების წინ იელის უნივერსიტეტის მიგრაციის, რასობრივი და ეთნიკური კუთვნილების კათედრის დოცენტმა დანიელ მარტინეს ჰო სანგმა „გენიალური“ ნაშრომი გამოაცხო - „აი, რა გველის დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების პირველივე დღეს“.

ამ დოცენტმა ამომრჩევლის მაქსიმალური დაშინება სცადა: პირველი, რასაც „გააკეთებს“ ტრამპი - ჩაანაცვლებს საჯარო სექტორში დასაქმებულ ყველა ლიბერალს მემარჯვენე კონსერვატორებით; შემდეგ, მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას განახორციელებს, განსაკუთრებით იმ შტატებიდან, სადაც დემოკრატებს უჭერენ მხარს; აუცილებლად „მოახდენს“ პორნოგრაფიისა და აბორტების კრიმინალიზაციას; შეჩერდება ფედერალური საზოგადოებრივი მაუწყებლობების დაფინანსება; მწვანე შუქი აენთება პოლიტიკურ ოპონენტებთან შურისძიების პროცესებს; სამოქალაქო ცხოვრების მართვის ცენტრში დააყენებენ ქრისტიანულ ნაციონალიზმს…

ამ ნაშრომს ფინალური აკორდიღა აკლდა: „და სავალდებულო გახდება დედას „დედა“, ხოლო მამას „მამა“ უწოდო“, რასაც უკვე დებატებამდე ქვეყანაში მასობრივი სუიციდი მოჰყვებოდა...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა
არქივი