შალვა პაპუაშვილი - კონგრესის მიერ პარალელური დათვლის მანიპულაციის დამაჯერებელი გამოძიება ქართველი ხალხის მხრიდან ამერიკის გვერდში დგომის სათანადო დაფასება იქნებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
397 10 სექტემბერი 2024, 13:04

რეალურ პრობლემებზე თვალის დახუჭვა არ ეხმარება ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს – კონგრესის მიერ პარალელური დათვლის მანიპულაციის დამაჯერებელი გამოძიება ქართველი ხალხის მხრიდან ამერიკის გვერდში დგომის სათანადო დაფასება იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ 2020 წელს გავრცელებული პარალელური დათვლის მცდარი შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, საინტერესოა, ფლობდა თუ არა ელჩი ინფორმაციას პარალელური დათვლის მცდარი შედეგების შესახებ.

მისი თქმით, თუ დადასტურდა, რომ ელჩმა იცოდა და არ ამჟღავნებდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები ცრუ იყო, ეს თავდაყირა აყენებს ფასილიტაცია-მედიაციის პროცესის და 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერებას.

„ცალკე საკითხია, რა იცოდა აშშ-ის იმჟამინდელმა ელჩმა, რომელსაც იმ პერიოდში შუამავლის როლი ჰქონდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. იმ პირობებში, როდესაც USAID სამთავრობო დაწესებულებაა და ფიზიკურადაც აშშ-ის საელჩოშია განთავსებული, რთულია იმის დაჯერება, რომ ელჩს ამ საკითხზე ინფორმაცია არ ჰქონდა. თუ დადასტურდა, რომ ელჩმა იცოდა და არ ამჟღავნებდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები ცრუ იყო, ეს თავდაყირა აყენებს ფასილიტაცია-მედიაციის პროცესის და 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერებას.

ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში არსებული რეალური პრობლემებზე თვალის დახუჭვა ნამდვილად არ ეხმარება ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას, ისევე როგორც სენატს, აქვს ყველა ბერკეტი ამ საკითხის გამოსაძიებლად. თუმცა, სამწუხაროდ, ნაცვლად ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხის გაცემისა, გვესმის ბრალდებები ცრუ ნარატივების გავრცელებაზე, რაც, სულ უფრო მეტად, ემსგავსება კრიტიკოსების გაჩუმების ტაქტიკას, ვიდრე სიმართლეზე ზრუნვას.

საქართველო გვერდში დაუდგა ამერიკელ ხალხს ყოველთვის, როდესაც ეს მას დასჭირდა. ჰელსინკის კომისია ამერიკელი ხალხის სახელით გველაპარაკება. ჩვენც, როგორც საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, მოვუწოდებთ მას, ქართველი ხალხის სახელით, რომ გამოიძიოს ეს მწვავე საკითხი და დაადგინოს ჭეშმარიტება.

ამერიკელი ხალხის არჩეული წარმომადგენლების მხრიდან პარალელური დათვლის შედეგების მანიპულაციის საკითხის ღია და დამაჯერებელი გამოძიება ქართველი ხალხის მხრიდან ამერიკის გვერდში დგომის სათანადო დაფასება იქნებოდა“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი