ზურაბ ქადაგიძე ეკა გიგაურზე: რკინის ქალამნები ჩაუცვამს და ოკეანის გადაღმა სამართლიანობის საპოვნელად მიდის. საკუთარ ქვეყანას უჩივიან და მერე უკვირთ, „უსამშობლოებს“ რატომ გვეძახიანო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
396 10 სექტემბერი 2024, 16:02

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე კონგრესში საქართველოს შესახებ დაგეგმილ დებატებს ეხმიანება, სადაც მთავარი მომხსენებელი ეკა გიგაური იქნება.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, უმეცრების დემონსტრირებაა, ამერიკელებს ეკა გიგაური ქართველი ხალხის წარმომადგენელი რომ ჰგონიათ და ისეთი დაბალი წარმოდგენა აქვთ ქართველ ხალხზე, რომ ამ ე.წ მოდელირებული სადამსჯელო სასამართლოებით, არჩევნებზე მოახდენენ გავლენას.

„რკინის ქალამნები ჩაუცვამს და ოკეანის გადაღმა, სამართლიანობის საპოვნელად მიდის.

საკუთარ ქვეყანას უჩივიან და მერე უკვირთ, “უსამშობლოებს” რატომ გვეძახიანო.

ცალკე უმეცრების დემონსტრირებაა, ამერიკელებს, რომ გიგაური ჰგონიათ ქართველი ხალხის წარმომადგენელი, რუდუნებით მოუსმენენ და ცალკე, ისეთი დაბალი წარმოდგენა აქვთ ქართველ ხალხზე, რომ ამ ე.წ მოდელირებული სადამსჯელო სასამართლოებით, არჩევნებზე მოახდენენ გავლენას.

სულელები არიან? მთლად ეგრეც არ არის, უბრალოდ ასე მიეჩვივნენ საქართველოსთან ურთიერთობას, დაავალებდნენ საკუთარ არასამთავრობოებს “ნარატივს”და ესენიც დიდი შემართებით ასრულებდნენ დავალებას, თუმცა ეს მოდელი, რომ გაფუჭდა და აღარ მუშაობს, იმავე მეთოდებს რაღატომ იყენებენ?
სხვა არ იციან ჯერ!

ჯერ, რადგან არჩევნების შემდეგ მოუწევთ გადალაგდნენ, დააოკონ საკუთარი არასამთავრობოებით წარმოდგენილი ბენეფიციართა სინდიკატი და ფაქტებს თვალი გაუსწორონ!“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი