ზაალ ანჯაფარიძე: ვურჩევ ყველას, რომ იყვნენ აქტიური მოქალაქეები და არ მისცენ „დამკვირვებლის“ მანტიაში გამოხვეულ კოლექტიურ ლომჯარია-გიგაურებს, ე.წ. „ჩემი ხმა“ და ნაცების სხვა საცეცებს, არჩევნებზე დაკვირვების მონოპოლიზაციის უფლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
406 11 სექტემბერი 2024, 16:19

გუშინ დავწერე ჩემს ფეისბუქ კედელზე, რომ ვიქნები არჩევნებზე ინდივიდუალური დამკვირვებელი, როგორც ერთი რიგითი, მაგრამ არა პასიური არამედ აქტიური ამომრჩეველი. ვურჩევ ყველას, რომ იყვნენ აქტიური მოქალაქეები და არ მისცენ „დამკვირვებლის“ მანტიაში გამოხვეულ კოლექტიურ ლომჯარია-გიგაურებს, ე.წ. „ჩემი ხმა“ და ნაცების სხვა საცეცებს არჩევნებზე დაკვირვების მონოპოლიზაციის უფლება, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, ელექტრონული აპარატით ხმის მიცემის პროცედურა არის უმარტივესი ნებისმიერი ინტელექტის დონის მქონე ამომრჩევლისათვის, თუ რა თქმა უნდა ის წინასწარ პროვოკაციის მოსაწყობად არ არის მიგზავნილი.

„გუშინ დავწერე ჩემს ფეისბუქ კედელზე, რომ ვიქნები არჩევნებზე ინდივიდუალური დამკვირვებელი, როგორც ერთი რიგითი, მაგრამ არა პასიური არამედ აქტიური ამომრჩეველი. ვურჩევ ყველას, რომ იყვნენ აქტიური მოქალაქეები და არ მისცენ „დამკვირვებლის“ მანტიაში გამოხვეულ კოლექტიურ ლომჯარია-გიგაურებს, ე.წ. "ჩემი ხმა“ და ნაცების სხვა საცეცებს არჩევნებზე დაკვირვების მონოპოლიზაციის უფლება. დღეს ვიყავი ცესკოს მიერ რამდენიმე ასეულ უბანზე მოწყობილი იმიტირებული არჩევნების 2 უბანზე. პირველი დაკვირვება და დასკვნა - ყალბია ოპოზიციის და მასთან აფილირებული პოლიტიზებული ენჯეოების და სხვადასხვა ნაყარ-ნუყარი ლომჯარიასეული „პლატფორმების“ მტკიცება, თითქოს ცესკო არ ახდენს ამომრჩეველთა ინფორმირებას არჩევნების ახალი წესის შესახებ. ინფორმირება მიმდინარეობს და თან უპრეცედენტოდ მასშტაბურად.
კიდევ ერთი მიგნება - იმიტირებული არჩევნების ერთ ერთ უბანში, სადაც არ ვარ რეგისტრირებული, ჩემი პირადობის მოწმობა აპარატმა არ გაატარა და დაიწყო ინტენსიურად წრიპინი, იმის მანიშნებლად, რომ მე „იქაური“ არ ვარ. შესაბამისად, პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ ერთმა ადამიანმა რამდენიმე უბანზე მისცეს ხმა. საკუთარ მაგალითზე დავრწმუნდი, რომ ელექტრონული აპარატით ხმის მიცემის პროცედურა არის უმარტივესი ნებისმიერი ინტელექტის დონის მქონე ამომრჩევლისათვის, თუ რა თქმა უნდა ის წინასწარ პროვოკაციის მოსაწყობად არ არის მიგზავნილი“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი