გია აბაშიძე ეკა გიგაურის განცხადებაზე: სავარაუდოდ, ნაცავაზაკებს და მათ მფარველებს არჩევნებში პირწმინდა წაგების შემდეგ, ანტისახელმწიფოებრივი სცენარი დამუშავებული აქვთ და ემზადებიან მორიგი ფუჭი „საერთო-სახალხო აჯანყებისთვის"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
393 14 სექტემბერი 2024, 13:48

წითელპიჯაკიანმა და აზროვნებით წითელარმიელმა ეკა გიგაურმა სენატში პატრონებს უპატაკა, რომ თანასექტანტებთან ერთად, მზადაა წინააღმდეგობა გაუწიოს მთავრობას, რათა არ მიიწებონ უცხოელი აგენტის იარლიყი. აგენტოკრატიის მონა რომაა ვიცით და წინააღმდეგობა რას ნიშნავს, რომელ უკანონო ქმედებას? - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძის თქმით, სავარაუდოდ, ნაცავაზაკებს და მათ მფარველებს არჩევნებში პირწმინდა წაგების შემდეგ, ანტისახელმწიფოებრივი სცენარი დამუშავებული აქვთ და ემზადებიან მორიგი ფუჭი "საერთო-სახალხო აჯანყებისთვის".

„წითელპიჯაკიანმა და აზროვნებით წითელარმიელმა ეკა გიგაურმა სენატში პატრონებს უპატაკა, რომ თანასექტანტებთან ერთად, მზადაა წინააღმდეგობა გაუწიოს მთავრობას, რათა არ მიიწებონ უცხოელი აგენტის იარლიყი. აგენტოკრატიის მონა რომაა ვიცით და წინააღმდეგობა რას ნიშნავს, რომელ უკანონო ქმედებას?

არავის დაავიწყდა, რომ კოლექტიური გიგაურები საპროტესტო აქციებზე მოითხოვდნენ მთავრობის დამხობას და აკერმანისეულ ე.წ. მშვიდობიან რევოლუციას. სავარაუდოდ, ნაცავაზაკებს და მათ მფარველებს არჩევნებში პირწმინდა წაგების შემდეგ, ეს ანტისახელმწიფოებრივი სცენარი დამუშავებული აქვთ და ემზადებიან მორიგი ფუჭი "საერთო-სახალხო აჯანყებისთვის".

როგორ ამაოდ ცდილობენ ეს უსამშობლო, ქარაქუცა, დასპონსორებული აქტივისტები ჩვენი ქვეყნის აყირავებას", - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი