ლევან ნიკოლეიშვილი სენატორ ბენ კარდინის განცხადებაზე: მეთიუ მილერი ხომ პერიოდულად სანქციებით გვემუქრება, ახლა სენატორი კარდინი გამოხტა, არჩევნებს დავიცავთო! ოღონდ მანამდე ძალიან გაგვიხარდება, ბატონ ტრამპს თუ დაიცავთ, ერთ თვეში, რომ ორჯერ კინაღამ მოკლეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
372 17 სექტემბერი 2024, 14:09

„აბა, რა, აი ნამდვილი „მეგობრები და პარტნიორები“, ჩვენი „უფროსი ძმები“ - მეთიუ მილერი, ხომ პერიოდულად სანქციებით გვემუქრება, ახლა სენატორი კარდინი გამოხტა, არჩევნებს დავიცავთო! მადლობის მეტი რა გვეთქმის! ოღონდ მანამდე ძალიან გაგვიხარდება, თქვენი პრეზიდენტობის კანდიდატს ბატონ ტრამპს თუ დაიცავთ, ერთ თვეში, რომ ორჯერ კინაღამ მოკლეს!“ - ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის, ბენ კარდინის განცხადებას, რომლის თქმითაც, ამერიკა მზად არის ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის დასაცავად ნაბიჯების გადასადგმელად.

ნიკოლეიშვილის თქმით, ცუდი არ იქნებოდა სანქციები იმ ამერიკელებისა და უკრაინელი მაღალჩინოსნებისათვის დაეწესებინა ამერიკას, რომლებმაც მილიარდები მიახარჯეს ჯერ ავღანეთში და მერე უკრაინაში.

„აბა, რა, აი ნამდვილი „მეგობრები და პარტნიორები“, ჩვენი „უფროსი ძმები“ - მეთიუ მილერი, ხომ პერიოდულად სანქციებით გვემუქრება, ახლა სენატორი კარდინი გამოხტა, არჩევნებს დავიცავთო! მადლობის მეტი რა გვეთქმის! ოღონდ მანამდე ძალიან გაგვიხარდება, თქვენი პრეზიდენტობის კანდიდატს ბატონ ტრამპს თუ დაიცავთ, ერთ თვეში, რომ ორჯერ კინაღამ მოკლეს! მეორე, ასევე ცუდი არ იქნებოდა სანქციები იმ ამერიკელებისა და უკრაინელი მაღალჩინოსნებისათვის დაგეწესებინათ მილიარდები, რომ მიხარჯეს ჯერ ავღანეთში და მერე უკრაინაში! ახლა არ მითხრათ ავღანეთში დემოკრატია დავამყარეთ და უკრაინა რუსეთს ომს უგებსო. რაც შეეხება საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას, ჩვენ საქართველოში, ასეთ მიდგომებს არ ვთლით არც მეგობრობად და არც პარტნიორობად, ხოლო თქვენ თუ ამის მოსმენა ოფიციალურ დონეზეც გნებავთ, ასე გაგრძელეთ და ერთ მშვენიერ დღეს ამასაც აუცილებლად მიაღწევთ!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი