გიორგი გამსახურდია უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით „ფორმულას" ინფორმაციაზე: ქვეყნის დამაზიანებელი არხი კვლავ ფორმაშია, ეს სრული დეზინფორმაციაა - ევროკავშირი არ გახლავთ „ნაცმოძრაობის“ უკანა ეზო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
388 17 სექტემბერი 2024, 14:50

ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი და ქვეყნის დამაზიანებელი არხი კვლავ ფორმაშია. ეს გახლავთ სრული დეზინფორმაცია, - ასე ეხმიანება პოლონეთში საქართველოს საელჩოს პოლიციის ატაშე გიორგი გამსახურდია ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ევროკავშირში მიღებულია არჩევნების შემდეგ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, ვითარების შემდგომი გაუარესებისა და დემოკრატიული პრინციპების, მათ შორის თავისუფალი არჩევნების პრინციპის დარღვევის შემთხვევაში.

გამსახურდიას თქმით, უვიზოდ მიმოსვლის შეჩერება დამოკიდებულია ბევრ მიზეზებსა და დარღვევებზე, რომლებიც, ერთობლიობაში იგზავნება ევროკავშირის შესაბამის უწყებებში. მისივე თქმით, ევროკავშირი არ არის "ნაცმოძრაობის" უკანა ეზო, როგორც ეს სურთ წარმოაჩინონ.

„ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი და ქვეყნის დამაზიანებელი არხი კვლავ ფორმაშია. ეს გახლავთ სრული დეზინფორმაცია და რატომ მარტივად გეტყვით. უვიზოდ მიმოსვლის შეჩერება არის დამოკიდებული ბევრ მიზეზებზე და დარღვევებზე, რომლებიც ერთობლიობაში იგზავნება სხვადასხვა ევროკავშირიც პასუხისმგებელ უწყებებში. შემდეგ მიდის ამ ყველაფერზე მსჯელობა(საქართველოს ჩართულობით ასევე), ანალიზი და სხვა უამრავი პროცედურები. ასევე საჭიროა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მკაფიო თანხმობა. მერე ამ ყველაფერს აქვს გასაჩივრების ვადები და არის ფრიად დროში განგრძობადი პროცესი. როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, შესაძლოა იყოს მცირედი შანსი იმისი, რომ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი მავნებლური, მაბეზღარა ძალის სურვილი დაკმაყოფილდეს.

P.S. ევროკავშირი არ გახლავთ ნაციონალური მოძრაობის უკანა ეზო, როგორც სურთ რომ წარმოაჩინონ“, - წერს გიორგი გამსახურდია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი