თამარ ჩიბურდანიძე: გახარია-ხაზარაძის გაერთიანება არის იძულებითი პოლიტიკური ქორწინება ანონიმური წერილების ფონზე, რომელიც საერთო ფიასკოთი დასრულდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
333 17 სექტემბერი 2024, 15:22

„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის მოსალოდნელ პოლიტიკურ გაერთიანებას განცხადებით ეხმაურება.

თამარ ჩიბურდანიძის თქმით, ეს არის იძულებითი პოლიტიკური ქორწინება ანონიმური წერილების ფონზე, რომელიც საერთო ფიასკოთი დასრულდება.

„დღეს ალბათ ხაზარაძე პირისპირ მიიღებს გახარიასგან ანონიმურ წერილს, მაგრამ ჩვენ აღარ წაგვაკითხებს. ეს მაშინ იყო, როდესაც გახარიას პრემიერი ერქვა, თორემ ახლა უკვე ორივე ერთი სახელით მონათლეს უცხოეთიდან. საინტერესო მხოლოდ ის არის, სალომე ზურაბიშვილი რას იღებს ამ ხანუმობაში?

ხუმრობა იქეთ იყოს და მართლაც მაინტერესებს, ამ სტრატეგიით მომუშავე გუნდს გამარჯვების მცირედი იმედი მაინც აქვს? უცხოელ ლობისტებს ამას არ ეტყვის ქართული ოპოზიცია, მერე საიდანღა მიიღონ მილიონები, მაგრამ, ხომ არსებობს რეალური ინფორმაციის მიღების სხვა გზებიც? კი ბატონო, გაერთონ ამ დროებითი ქორწინებებით, მაგრამ არჩევნები კარს მოადგათ და 5%-იანი ბარიერის გადალახვა მაინც არ სურთ?

გახარია-ხაზარაძის გაერთიანება - ეს არის იძულებითი პოლიტიკური ქორწინება ანონიმური წერილების ფონზე, რომელიც საერთო ფიასკოთი დასრულდება“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ნაცასპიტებისგან ბინძური სპეკულაციები მომავალ პატრიარქზე, ნამდვილად არაა ყურადსაღები, ნეტარხსენებულ ილია მეორეს ვენდოთ - ყველაფერი კარგად იქნება
ჩვენ კვლავ ფრთხილად უნდა დავაკვირდეთ, თუმცა, არც დავაგვიანოთ მოსკოვიდან "საგოლე პასის", ჩვენს სასარგებლოდ "გოლად" გადაქცევაში
შალვა პაპუაშვილი: ეს ვართ ჩვენ, მისი თაობა, რომელთაც ვიცხოვრეთ მასთან ერთად, ვიხილეთ იგი, ვიგრძენით მისი მადლი და ვამოწმებთ მის სიდიადეს
პრეზიდენტი: მოგვიანებით ვულოცავ რამაზან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს მუსლიმ თანამოქალაქეებს. მადლობას გიხდით იმ უდიდესი თანადგომისათვის, რომელიც პატრიარქის, გარდაცვალების გამო მგლოვიარე ქართველი ქრისტიანების მიმართ გამოავლინეთ
ათას სიბინძურესთან ერთად, ყურში მხვდებოდა ისტერიული ბოდვა იმაზე, რატომ არის ბიძინა ივანიშვილი პატრიარქის პანაშვიდებზე - ამ საუკუნეში, ქვეყნის ნამუსი და მორალური ავტორიტეტი ეს კაცია
არქივი