ნინო ფოჩხუა ლუკა ტყებუჩავას განცხადებაზე: ასე რომც ფიქრობდე, ეს ხმამაღლა რატომ უნდა თქვა, თუ დავალება არ გაქვს მიღებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
414 20 სექტემბერი 2024, 10:11

მაშინ როცა, როგორც არასდროს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ახლოს ვდგავართ ქართველი ხალხის სანუკვარ ოცნებასთან, ქვეყნის გაერთიანების, ისევ აყაყანდა მე-5 კოლონა, ისევ დაიწყო შუღლის გაღვივება, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ფორმულას“ ჟურნალისტ ლუკა ტყებუჩავას განცხადებას, რომელმაც მამუკა მდინარაძის შეკითხვაზე თუ ვინ არიან ქართველი ხალხისთვის ოსი და აფხაზი ხალხი მათი დები და ძმები თუ მტრები უპასუხა, რომ ისინი არიან მტრები.

მისივე თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ იცის რომ, საქართველოს გაერთიანებით მათი დასასრულის დასაწყისი იწყება, ამიტომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ამ პროცესს ხელი შეუშალონ.

„ასე რომც ფიქრობდე, ეს ხმამაღლა რატომ უნდა თქვა თუ დავალება არ გაქვს მიღებული.

მაშინ როცა, როგორც არასდროს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ახლოს ვდგავართ ქართველი ხალხის სანუკვარ ოცნებასთან, ქვეყნის გაერთიანების, ისევ აყაყანდა მე-5 კოლონა, ისევ დაიწყო შუღლის გაღვივება.

იციან რა, რომ საქართველოს გაერთიანებით, მათი დასასრულის დასაწყისი დაიწყება და ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ამ პროცესს ხელი შეუშალონ, მაგრამ იმდენად ძლიერია ქართველისთვის მისი სამშობლოს გამთლიანების სურვილი, რომ ეს მანქურთები ამას ხელს ვერ შეუშლიან, საბედნიეროდ პროცესი დაწყებულია,“- წერს ნინო ფოჩხუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი