დავით ჩიხელიძე: გივი თარგამაძის აფეთქებაში ეჭვმიტანილი დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებამ გვაჩვენა, რომ საქართველოს ძალოვანი უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან - საქართველოსკენ დაძრული კრიმინალთა ბანდა ქვეყანაში შემოსვლას და დესტაბილიზაციის გამოწვევას ვერ შეძლებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
450 20 სექტემბერი 2024, 14:10

„არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება პროვოკაციების საფრთხე, პროვოკაციებს რა თქმა უნდა შემსრულებლები სჭირდება, აღნიშნული მიზეზის გამო საქართველოში დაბრუნებას


არაერთი, საეჭვო რეპუტაციის ადამიანი გეგმავს. პირველი მერცხალი გივი თარგამაძის აფეთქებაში ეჭვმიტანილი დარჩო ხეჩუაშვილი, რომელიც საზღვრის კვეთის მომენტში დააკავეს“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, დარჩო ხეჩუაშვილის დაკავება მნიშვნელოვანია თუნდაც იმ კუთხით, რომ ის აუცილებლად დაასახელებს დამკვეთს, დამკვეთს რომელიც დიდი ალბათობით ახლო კავშირში იქნება ნაციონალურ მოძრაობასთან.


„არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება პროვოკაციების საფრთხე, პროვოკაციებს რა თქმა უნდა შემსრულებლები სჭირდება, აღნიშნული მიზეზის გამო საქართველოში დაბრუნებას


არაერთი, საეჭვო რეპუტაციის ადამიანი გეგმავს. პირველი მერცხალი გივი თარგამაძის აფეთქებაში ეჭვმიტანილი დარჩო ხეჩუაშვილი, რომელიც საზღვრის კვეთის მომენტში დააკავეს, მას 18 წელი აქვს მისჯილი. დარჩო ხეჩუაშვილის დაკავება მნიშვნელოვანია თუნდაც იმ კუთხით, რომ ის აუცილებლად დაასახელებს დამკვეთს, დამკვეთს რომელიც დიდი ალბათობით ახლო კავშირში იქნება ნაციონალურ მოძრაობასთან და საზოგადოება დაინახავს, რომ გივი თარგამაძისთვის "სულის ამოხდა" საკუთარი პარტიის მიერ იყო ინსცენირებული.... დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებამ, გვაჩვენა რომ საქართველოს ძალოვანი უწყებები მოწოდების სიმაღლეზე იმყოფებიან და დესტაბილიზაციის მიზნით, საქართველოსკენ დაძრული კრიმინალთა ბანდა ჩვენს ქვეყანაში შემოსვლას და დესტაბილიზაციის გამოწვევას ვერ შეძლებს!“, - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი