თამარ ჩიბურდანიძე: სანქციების გამოყენებით ამერიკა საბოლოოდ გაინადგურებს იმიჯს საქართველოში. ამას ექნება უმძიმესი შედეგი მათთვის და არა ხელისუფლებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
319 20 სექტემბერი 2024, 14:25

„სანქციების გამოყენებით ამერიკა საბოლოოდ გაინადგურებს იმიჯს საქართველოში. ამას ექნება უმძიმესი შედეგი მათთვის და არა ხელისუფლებისთვის. საფრთხე შეექმნება ამერიკის გლობალურ ინტერესებს ჩვენს რეგიონში, რადგან საქართველო არის დომინანტი ქვეყანა კავკასიაში“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ეხმიანება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოზე განხორციელებულ ზეწოლას.

თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ საქართველოში დონორების მიერ გამოყოფილი თანხები უშედეგოდ იხარჯება და ეს უარყოფით შედეგს თავად ამერიკას მოუტანს, ვინაიდან მის ინტერესებს ჩვენს რეგიონში საფრთხე შეექმნება.

„ქართულ ოპოზიციას რომ ეშლებოდეს, გასაკვირი არაა, მაგრამ ამერიკის ხელისუფლებას, როგორი სუსტიც არ უნდა იყოს, ასეთი შეცდომები არ ეპატიება. გვესმის, რომ მათ მიერ გაღებული ფინანსები უშედეგოდ იხარჯება საქართველოში და უკვე მერამდენედ, ამ 12 წლის განმავლობაში, შედეგს ვერ აღწევენ, მაგრამ ოპოზიციაზე გაბრაზებულებმა ჰარაკირი არ უნდა გაიკეთონ.

სანქციების გამოყენებით ამერიკა საბოლოოდ გაინადგურებს იმიჯს საქართველოში. ამას ექნება უმძიმესი შედეგი მათთვის და არა ხელისუფლებისთვის. საფრთხე შეექმნება ამერიკის გლობალურ ინტერესებს ჩვენს რეგიონში, რადგან საქართველო არის დომინანტი ქვეყანა კავკასიაში.

თუკი ქვეყნის ეკონომიკაში რაიმე რყევები იქნება ისევ დასავლეთის მეოხებით, ლიბერალიზმზე და ომის პოლიტიკაზე ისედაც გაბრაზებული ქართველი ხალხი კიდევ უფრო განრისხდება. მეტისმეტად აუტანელია უკვე გარე ჩარევები ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით. ამას ნამდვილად მოჰყვება დიდი სახალხო მღელვარება ოპოზიციის და მათი უცხოელი ლობისტების წინააღმდეგ.

თუკი ასეთი სტრატეგიული შეცდომებით გააგრძელეს, ოპოზიციის გამარჯვების ჟინით შეპყრობილი დასავლეთი, ოპოზიციის სრულ განადგურებას იხილავს 26 ოქტომბერს. მათ არაერთხელ ნახეს გაბრაზებული ქართველი ხალხი, თუმცა, ამ სიბრაზის კულმინაცია ჯერ არ უნახავთ. ჩვენ არ გვსურს რომ ეს ნახონ ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამიტომ ხელისუფლება ცდილობს, რომ ქართველი ხალხის სიბრაზე მხოლოდ საარჩევნო ბიულეტენებზე დაფიქსირდეს“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი