დავით ქართველიშვილი მაიკლ როთის განცხადებაზე: ის „მარშრუტი“, რომელიც მაიკლ როთისთვის ზოგადად მიმზიდველია - საქართველოსთვის მუდამ დაკეტილი იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
405 21 სექტემბერი 2024, 11:22

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში მაიკლ როთის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანების ყველა შანსს უშვებს ხელიდან და ამიტომ, ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ამ მომენტისთვის დაკეტილია.

ექსპერტის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კარის 2023-მდე დახურვასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთებულა სხვადასხვა უცხოელი პოლიტიკოსის თუ სტეუქტურის მხრიდან მხრიდან.

„მაიკლ როთის აქედან წასვლის შემდეგ მართლაც მოგვიწევს ღვთივკურთხეული საქართველოს განიავება“- წერს ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი ის მარშრუტი, რომელიც მაიკლ როთისთვის მისაღებია, საქართველოსთვის მიუღებელია და ქვეყნისა და მისი ინტერესების დასაცავად ქართული საზოგადოება ტრადიციულ და კონსერვატიულ გზებს ეძებს.

„ამ მომენტისთვის კი არა, საქართველოსთან დაკავშირებით, 2030 წლამდე ამ კარის დახურვაზე არაერთხელ ითქვა სხვადასხვა ევროკომისიების დონეზე. რაც შეეხება "ნიავს" - მაიკლ როთის აქედან წასვლის შემდეგ მართლაც მოგვიწევს ღვთივკურთხეული საქართველოს განიავება. ხოლო, რაც შეეხება ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, ის "მარშრუტი", რომელიც მაიკლ როთისთვის ზოგადად მიმზიდველია - საქართველოსთვის მუდამ დაკეტილი იქნება. ჩვენ, ქვეყნის ინტერესების დასაცავად და მისი მომავლისთვის - ტრადიციული და კონსერვატიული გზების მაძიებლებს წარმოვადგენთ“, - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი