ნინო ფოჩხუა: როგორ ჰგონიათ მავანთ რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელონ, ივანიშვილის მხარდამჭერთა რიცხვი შემცირდება? მის მშვიდობის პოლიტიკას უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს, სანქციებით შანტაჟი უფრო გაამყარებს მის მხარდაჭერას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
314 21 სექტემბერი 2024, 12:30

ნურავის ექნება იმედი, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი, რაც არ უნდა მოხდეს, ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებას მიიღებს. როგორ ჰგონიათ მავანთ რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელონ, ივანიშვილის მხარდამჭერთა რიცხვი შემცირდება? პირიქით მოხდება, რადგან მის მშვიდობის და შენების პოლიტიკას უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს და სანქციებით შანტაჟი კიდევ უფრო გაამყარებს მის მხარდაჭერას, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, თუ აშშ მართლა ფორმალურად გააფორმებს სანქციებს, ეს უკვე ნამდვილად იქნება 26 ოქტომბრის არჩევნებში ჩარევა, ეს კი საბოლოოდ დაასრულებს საქართველოსთან ამდენწლიან ურთიერთობას.

„ნუთუ ამდენწლიანი ურთიერთობა არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს კარგად შეესწავლათ ქართველი კაცის ბუნება. რაღაც არ მახსენდება შიმშილს და გაჭირვებას ადამიანები გარეთ გამოეყვანა. ერთადერთი რასაც ქართველი ვერ ეგუება, ეს არის უსამართლობა და უსამართლოდ ჩაგვრა.

ასე მოხდება ახლაც თუ გაბედეს და დაუმსახურებელი სანქციები დაუწესეს ერის კაცს, ბიძინა ივანიშვილს. (არაოფიციალურად ისედაც დასანქცირებულია) სტრატეგიულმა პარტნიორებმა ვერც ბიძინა ივანიშვილი გაიცნეს. ამხელა უპრეცედენტო ზეწოლის მიუხედავად, მას აზრი ვერ შეაცვლევინეს და ვერ აღალატებინეს საკუთარი სამშობლოსთვის.

ნურავის ექნება იმედი, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი, რაც არ უნდა მოხდეს, ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებას მიიღებს.

როგორ ჰგონიათ მავანთ რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელონ, ივანიშვილის მხარდამჭერთა რიცხვი შემცირდება? პირიქით მოხდება, რადგან მის მშვიდობის და შენების პოლიტიკას უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს და სანქციებით შანტაჟი კიდევ უფრო გაამყარებს მის მხარდაჭერას.

და ბოლოს, თუ აშშ მართლა ფორმალურად გააფორმებს სანქციებს, ეს უკვე ნამდვილად იქნება 26 ოქტომბრის არჩევნებში ჩარევა, ეს კი საბოლოოდ დაასრულებს ჩვენს ამდენწლიან ურთიერთობას, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხარო იქნება.

ისე ნუ გააკეთებენ, რომ ქართველი ხალხის თვალში სტრატეგიული პარტნიორი მოწინააღმდეგედ არ გადაიქცეს, რაც ორივე ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება", - წერს ნინო ფოჩხუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა
არქივი