გიორგი ვოლსკი: ვფიქრობ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს, რომ რადიკალური ოპოზიციის მთავარ სტრატეგიულ ამოცანად რჩება ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია და ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოსვლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
447 22 სექტემბერი 2024, 18:39

ვფიქრობ, არ არსებობს პოლიტიკით მეტ-ნაკლებად დაინტერესებული ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს, რომ რადიკალური ოპოზიციის მთავარ სტრატეგიულ ამოცანად რჩება ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია და ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოსვლა. სამწუხარო რეალობაა, რომ ამ სცენარის განვითარებას გარე აქტორებიც უწყობენ ხელს, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი.

მისივე თქმით, სხვადასხვა დონის ფორუმზე და ტრიბუნიდან მოსმენილ უხეშ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ, ხშირად დამამცირებელ ფორმულირებებს პრინციპულად უპირისპირდება საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კომპეტენტური, მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე კვლევითი ორგანიზაციების შეფასებები.

„ვფიქრობ, არ არსებობს პოლიტიკით მეტნაკლებად დაინტერესებული ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს, რომ რადიკალური ოპოზიციის მთავარ სტრატეგიულ ამოცანად რჩება ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია და ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოსვლა. სამწუხარო რეალობაა, რომ ამ სცენარის განვითარებას გარე აქტორებიც უწყობენ ხელს. ამის მიზეზებიც ყველამ იცის, თუმცა, სამწუხაროდ, ყველა ვერ აფასებს ქვეყნის შეუქცევადი ნგრევის საფრთხეს, რასაც გლობალური ომის პროცესში ჩართვა განაპირობებს.

სხვადასხვა დონის ფორუმზე და ტრიბუნიდან მოსმენილ უხეშ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ, ხშირად დამამცირებელ ფორმულირებებს პრინციპულად უპირისპირდება საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კომპეტენტური, მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე კვლევითი ორგანიზაციების შეფასებები.

სულ ახლახან, საინტერესო დასკვნა გამოაქვეყნა ცნობილმა ესპანურმა ინსტიტუტმა„ Coordenadas de Gobernanza y Economia Aplicada”, რომელმაც დეტალურად შეისწავლა ეს კვლევები და დაასკვნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული რეფორმები და მიღებული შედეგები მნიშვნელოვნად აღემატება სხვა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების მონაცემებს და გაუგებარია „თუ რის საფუძველზე მოხდა მოლდოვისა და უკრაინისთვის ამ სტატუსის საქართველოზე ადრე მინიჭება“ და „რატომ იწყებს ევროკავშირი ამ ორ ქვეყანასთან საქართველოზე ადრე გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს, მაშინ როცა მოლდოვაშიც და უკრაინაშიც დიდ პრობლემას წარმოადგენს კორუფცია, სახელმწიფო აპარატის გამჭვირვალობა და მართლმსაჯულება, ხოლო საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლები აქვს აღნიშნული მიმართულებით და ბევრ პარამეტრებში უსწრებს, მთელ რიგ ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებს“.

ცნობისათვის, საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ კვლევები ჩაატარეს ისეთმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორიცაა:
„გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორია“
„ოქსფორდის უნივერსიტეტი“
„დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-dem, შვედეთი, გიოტებორგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტი),
„Atlantic Council“
UNDP
„The heritage foundation”
„Frazer Institute”
„მართლმსაჯულების მსოფლიო პროექტი“
„Transparency International
„World Bank Group“
„International Budget Partnership“

• ამ ინსტიტუტების მონაცემთა მიხედვით საქართველო უკეთესი მაჩვენებლები აქვს ვიდრე ევროკავშირის წევრობის კანდიდატ პრაქტიკულად ყველა ქვეყანას, ხოლო ცალკეული მონაცემებით წინ უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ არაერთ ქვეყანას, მათ შორის ისეთი ინდექსებით როგორიცაა:
სამართლის უზენაესობა
ადამიანის უფლებების დაცვა
გამოხატვის თავისუფლება
ელექტორალური დემოკრატია
ლიბერალური დემოკრატია
ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისგან თავისუფლება
მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
პოლიტიკური თანასწორობა
სამოქალაქო თავისუფლება
საზოგადოების თანასწორუფლებიანობის დაცულობა
ბიუჯეტის გამჭვირვალობა
ეკონომიკის თავისუფლება
მთავრობის ეფექტურობა
კორუფციასთან ბრძოლის ეფექტურობა

რასაკვირველია, ვერავინ იტყვის, რომ ქვეყანაში ამ სფეროებში პრობლემები არ არსებობს, მაგრამ შეადარეთ საქართველოში არსებული მდგომარეობა არა მხოლოდ ევროპულ დემოკრატიებს, არამედ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდს და ადვილად მიხვდებით, თუ რატომ აირჩიეს რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად ახალგაზრდობის ე.წ. ტვინების რეცხვა - მათ პირდაპირი ემოციური კავშირი არა აქვთ იმ პერიოდთან, როდესაც ადამიანის უფლებების უხეში შელახვა, წამება და მკვლელობები მმართველობის ყოველდღიურ პრაქტიკას წარმოადგენდა“, - წერს გიორგი ვოლსკი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
გია აბაშიძე: ქართველთმოძულე გერმანელი ევროპარლამენტარის მაიკლ გალერის უხამსი კომენტარები ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეზე, ევროპელი პოლიტიკანის თვალსაჩინოებაა - სულით ბინძური და ფულისტი
დავით ქართველიშვილი გრანტების კანონის შესახებ: საქმე ეხება არა განსხვავებული აზრის ჩახშობას ან ცენზურას, არამედ პოლიტიკური სუვერენიტეტის დაცვას
არქივი