დავით ქართველიშვილი: „ნაცების“ მიერ სტრასბურგში შესატან სარჩელებში ამჯერად ორგანიზაცია V-Dem დაწინაურდა, რომელმაც მორიგი „ანტიოპოზიციური“ აქტი ჩაიდინა - საქართველომ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ისტორიული მაქსიმუმი დაიმსახურა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
650 23 სექტემბერი 2024, 10:58

ნაცების“ მიერ სტრასბურგში შესატან მორიგ სარჩელებში ამჯერად ორგანიზაცია «Varieties of democracy» (V-Dem) დაწინაურდა, რომელმაც მორიგი „ანტიოპოზიციური“ აქტი ჩაიდინა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, V-Dem-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზამ“, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ინდექსი გამოაქვეყნა, სადაც საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი - 100-დან 82% დაიმსახურა.

„ნაცების“ მიერ სტრასბურგში შესატან მორიგ სარჩელებში ამჯერად ორგანიზაცია «Varieties of democracy» (V-Dem) დაწინაურდა, რომელმაც მორიგი „ანტიოპოზიციური“ აქტი ჩაიდინა. მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზამ“, ამ ორგანიზაციის მიერ მრავალწლიან დაკვირვებებზე დაყრდნობით, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს 175 ქვეყანაში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მახასიათებლებს ეძღვნება. მათ შორის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შეფასების 100%-იანი სისტემით - საქართველომ 82% დაიმსახურა, რაც ისტორიული მაქსიმუმია“, - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი