ზაალ ანჯაფარიძე სააკაშვილის შეთავაზებაზე: მელია-გვარამია იმიტომ არ გამოსულან და ავტონომიური თამაში იმიტომ არ დაუწყიათ, რომ ისევ „ნაცმოძრაობას“ შეერთებოდნენ და ამით საკუთარი პოლიტიკური რეპუტაცია საბოლოოდ გაენადგურებინათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
428 23 სექტემბერი 2024, 18:23

მელია-გვარამია იმიტომ არ გამოსულან და ავტონომიური თამაში იმიტომ არ დაუწყიათ, რომ ისევ „ნაცმოძრაობას“ შეერთებოდნენ და ამით საკუთარი პოლიტიკური რეპუტაცია საბოლოოდ გაენადგურებინათ, - განაცხადა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.

ის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც პარტია „ახლებს“ „ნაცმოძრაობასთან“ გაერთიანება შესთავაზა.ზაალ ანჯაფარიძის თქმით, გარდა იმისა, რომ ტექნიკურად ვერ მოესწრება გაერთიანება, გვარამია-მელიასთვის ეს წამგებიანი პოზიცია იქნება.

„ძალიან ცოტა დრო რჩება, გაერთიანება არ არის მარტო რომ გამოვიდნენ მხარეები და თქვან, რომ ჩვენ გავერთიანდებით. ამას სჭირდება ძალიან დიდი მოსამზადებელი სამუშაოები, მთელი პარტიული ინფრასტრუქტურის გადალაგება, სიებზე შეთანხმება რაც 26 ოქტომბრამდე ვერ მოესწრება. გარდა ამისა მელია-გვარამია და მათთან ერთად მყოფი ხალხი, იმიტომ არ გამოსულან და ავტონომიური თამაში იმიტომ არ დაუწყიათ, რომ ისევ „ნაცმოძრაობას“ შეერთებოდნენ და ამით საკუთარი პოლიტიკური რეპუტაცია საბოლოოდ გაენადგურებინათ“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი