დავით ქართველიშვილი: ირაკლი კობახიძემ მსოფლიოს შეახსენა, თუ რა სტრატეგიულად მნიშვნელოვან როლსა და ადგილს იკავებს საქართველო საერთაშორისო გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
356 26 სექტემბერი 2024, 12:25

მივესალმები ჩემი ქვეყნის მეგობრებს“, - ასე დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავისი გამოსვლა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძემ მსოფლიოს შეახსენა, თუ რა სტრატეგიულად მნიშვნელოვან როლსა და ადგილს იკავებს საქართველო საერთაშორისო გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში.

„დაიწყო მსოფლიოს შეხსენებით, თუ რომელ მსოფლიო ცივილიზაციას წარმოადგენს - სახელმწიფოებრიობის 30-საუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყანას. ქვეყანას - რომელმაც ყველაზე კარგად იცის მშვიდობის ფასი. ქვეყანას - რომელიც დღევანდელობას თავისი ღირსების შენარჩუნებით მიაღწია.

ირაკლი კობახიძემ მსოფლიოს შეახსენა, თუ რა სტრატეგიულად მნიშვნელოვან როლსა და ადგილს იკავებს საქართველო საერთაშორისო გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში. და ამ როლს იკავებს უკანასკნელ პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ტემპების ზრდის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებლებით. მან შეახსენა მსოფლიოს ყველა იმ ამბიციურ პროექტზე, რომელთა მიმდინარეობა და უახლოეს მომავალში დაწყება აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძზე ქვეყნის მნიშვნელობას კიდევ უფრო გაზრდის.

ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო თანამეგობრობას, მათივე ორგანიზაციების მიერ შემუშავებული შეფასებების მონაცემები შეახსენა, რომლითაც პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ადამიანის უფლებების დაცვის, მედიათავისუფლების, კორუფციასთან ბრძოლის, სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემების საიმედოობის დარგებში - საქართველო მსოფლიოში მოწინავე პოზიციებს სტაბილურად ინარჩუნებს მათი მუდმივი ზრდის ტენდენციებთან ერთად.

ეს ყველაფერი ირაკლი კობახიძემ მათ შორის იმ ძალებსაც შეახსენა, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში ყოველ სამ კვირაში ერთხელ საკუთარ საარჩევნო კონკურენტის ფიზიკური ლიკვიდაციით არიან დაკავებული ამერიკაში, ხოლო ევროპაში სლოვაკეთის პრემიერზე მორიგი ტერაქტის ჩატარებას გეგმავენ - მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოში ჯერ არ ჩატარებულ არჩევნებზე უკვე მომზადებული აქვთ კრიტიკულად უარყოფითი შეფასებები სწორედ იმ პოზიციებში, რომლებშიც თვითონვე უმაღლეს ქულას უწერენ ლამის ყოველთვიურ რეჟიმში.

არ დავიწყებია პრემიერ-მინისტრს არც საქართველოს მეზობლების, თუ ქვეყნის ახალი სტრატეგიული მოკავშირეების მშვიდობისა და ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევაში შეტანილი როლის შეფასება. არ დავიწყებია არც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობაზე ხაზგასმა, მშვიდობაზე დაფუძნებული ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით და რა თქმა უნდა, სწორედ ასე ნანატრი მშვიდობის დაბრუნება უსურვა მრავალტანჯულ უკრაინელ ხალხს.

ირაკლი კობახიძემ კი მიმართა ჩვენი ქვეყნის მეგობრებს, მაგრამ მისი გამოსვლის ძირითადი ადრესატი სწორედ საქართველოს „დაუძინებელი მეგობრები“ იყვნენ, რომლებიც აგრძელებენ იმ ტოტის აკვიატებულ და „საზეიმო“ ჭრას, რომელზე ჯერ კიდევ იმყოფებიან მსოფლიო მასშტაბის მნიშვნელობის მატარებელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში. არ ვიცი, იყო თუ არა ამის გააზრებით გამოწვეული, სენატში დაგეგმილი მორიგი სამარცხვინო "მეგობრობის აქტის" განხილვის გადადება - ირაკლი კობახიძემ ჩვენი სათქმელი მკაფიოდ გააჟღერა. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! ხოლო თუალნი თქუენნი ნეტარ არიან, რამეთუ ხედვენ და ყურნი თქუენნი, რამეთუ ესმის...“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი