გიორგი გამსახურდია: წალენჯიხაში ვიყავი და გული ჩამწყდა - განადგურებული გზები და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა, ეს არის მაგალითი, თუ რას უშვრება „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში ყოფნის პირობებშიც, საკუთარ მოსახლეობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
408 27 სექტემბერი 2024, 21:57

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წალენჯიხაში არსებულ ვითარებაზე წერს.

როგორც გამსახურდია აღნიშნავს, გაპარტახებული, განადგურებული გზები და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა, მოშლილი თვითმმართველობა არის ცხადყოფილი მაგალითი იმისა, თუ რას უშვრება „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში ყოფნის პირობებშიც, საკუთარ ხალხს და მოსახლეობას.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი არის „ნაციონალური მოძრაობის“, გახარიას და „ლელოს“ მმართველობაში მოშვების შედეგი.

„ენა არ მომიბრუნდება არასდროს, რომ საკუთარ სამშობლოზე და საკუთარ კუთხეზე ნიშნის მოგებით ვილაპარაკო, უბრალოდ დღეს წალენჯიხაში ვიყავი და გული ჩამწყდა, რასაც ჰქვია... იავარქმნილი და გაპარტახებული, განადგურებული გზები და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა, მოშლილი ბოლომდე თვითმმართველობა და ა.შ.

ეს არის ცხადყოფილი მაგალითი იმისა, თუ რას უშვრება „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში ყოფნის პირობებშიც, საკუთარ ხალხსა და მოსახლეობას. აღარაფერს ვიტყვი მათ არარსებულ მერზე, რომელიც ალბათ, რამდენიმე საათიც არ ყოფილა სამსახურში და სამუშაო პროცესში. რაღაცნაირად, ადამიანურად მეცოდება, ადამიანი ავად არის და შველა სჭირდება, ამ მანქურთებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა კიდევ, სიაშიც კი არ ჩასვა არც ერთმა და აბალახებენ რაღაც სამომავლო დაპირებებით, რომელიც თავისთავად, როგორც მათი ყველა დაპირება ფარსი და ტყუილია.

ეს არის ბატონებო, „ნაციონალური მოძრაობის“, გახარიას და „ლელოს“ მმართველობაში მოშვების შედეგი. აუცილებლად ავლაგმავთ ამ სარანჩას ქართული პოლიტიკიდან!“ - წერს გიორგი გამსახურდია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი